რუსეთში იმპორტირებული ლუდის გაყიდვების მაჩვენებელი 30%-ით შემცირდა. ინფორმაციას „კომერსანტი“ ავრცელებს.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტირებული ლუდის გაყიდვები მკვეთრად შემცირებულია. აპრილში ის 30,7%-ით შემცირდა, თუმცა გაზრდილია ადგილობრივი წარმოების ლუდის გაყიდვა.
იმპორტირებული ლუდის გაყიდვების მკვეთრი კლების მიზეზებს შორის არის „ლოგისტიკური სირთულეები და გეოპოლიტიკური კრიზისი“.
ექსპერტები დასძენენ, რომ იმპორტირებული ლუდის გაყიდვების შემცირებამ ასევე გამოიწვია პრემიუმ სეგმენტის წილის შემცირება.
„ბელგიამ, ნიდერლანდებმა და დიდმა ბრიტანეთმა უკვე შეწყვიტეს ლუდის მიწოდება რუსეთისთვის“, - წერს მედიასაშუალება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 არავის აქვს ზუსტი პროგნოზი, როდის დასრულდება ომი - იენს სტოლტენბერგი
👉 ოკუპანტებმა ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი დაბომბეს - არის მსხვერპლი
👉 რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ - ქვიზი
👉 აგრესორები ლიმანზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ - უკრაინული მხარე