მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გულწრფელად გისურვებთ, დარჩეთ ის, რაც დიდი ხანია ხართ: ლიდერი, რომელსაც ესმის სამყაროს არსი“ - კანდელაკი პუტინს

თინა კანდელაკი და ვლადიმერ პუტინი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავს. 

„დიდი ხნის წინ კონფუცის სთხოვეს მისი ცხოვრების აღწერა. დიდმა მოაზროვნემ და ფილოსოფოსმა თქვა: 15 წლისამ მე საკუთარი აზრები სწავლისკენ მივმართე. 30 წლისამ მივაღწიე დამოუკიდებლობას. 40 წლისამ შევძელი ორჭოფობისგან გათავისუფლება. 50 წლისამ შევიცანი ცის ნება. 60 წლისამ შევძელი სიმართლისა და ტყუილის გარჩევა. მან დაამატა, რომ მხოლოდ 70 წლის ასაკში გადაწყვიტა, რომ მიჰყოლოდა საკუთარი გულის კარნახს და არასოდეს გადაეხვია ქცევის წესებს. დღეს თქვენც მიაღწიეთ იმ ასაკს, როცა ადამიანს შეუძლია და უნდა დაიჯეროს თავისი გულის კახნახის. გულწრფელად გისურვებთ, დარჩეთ ის, რაც დიდი ხანია ხართ: ლიდერი და ადამიანი, რომელსაც ესმის სამყაროსა და ხალხის არსი და ყოველთვის სჯერა საკუთარი თავის. გილოცავ დაბადების დღეს ვლადიმერ ვლადიმროვიჩ!“, - წერს თინა კანდელაკი „ტელეგრამზე“. 

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინს 7 ოქტომბერს 70 წელი შეუსრულდა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ მაშველი რაღაც მიაშველეს, რომ არ დაეცეს, ქანაობს ადამიანი - გიული ალასანია სააკაშვილზე

✔️ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამერიკელი ექიმი სააკაშვილთან არ შეუშვეს

✔️ ვერცერთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს - ირაკლი კობახიძე 

✔️ სააკაშვილი ძალიან მალე საოპერაციო გახდება, ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა - ვალერი გელბახიანი

✔️ 2 გარდაცვლილი და 3 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი - სროლა ლას-ვეგასის კაზინოსთან