მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სააკაშვილი ძალიან მალე საოპერაციო გახდება, ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა - ვალერი გელბახიანი

ვალერი გელბახიანი

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ექსპრეზიდენტის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მედიასთან საუბარში თქვა, რომ „სააკაშვილი ძალიან მალე საოპერაციო გახდება და მას მოშლილი აქვს ნერვული სისტემა“. 

„თავისი დაავადებების შესახებ ყველაფერი იცის. ძალიან სამწუხაროა, რომ საოპერაციო გახდება ძალიან მალე, ხერხემლის მალების დაზიანება აქვს და ნერვული სისტემა მთლიანად ჩამოშლილი აქვს. 5 დღეა არ მინახავს და მისი მდგომარეობა დღეს საგრძნობლად არის გაუარესებული“, - განაცხადა გელბახიანმა. 

მისივე თქმით, სააკაშვილი ამერიკელი ექიმის ვიზიტს ელოდება. 

„იმედი აქვს, რომ მასთან შეუშვებენ ექიმს“, - განაცხადა გელბახიანმა და დასძინა, რომ სააკაშვილი წოლით რეჟიმშია. 

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილის მაღალი ტემპერატურა მისი ნერვული სისტემის ჩამოშლით არის გამოწვეული. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ 2 გარდაცვლილი და 3 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი - სროლა ლას-ვეგასის კაზინოსთან

✔️ გიტანას ნაუსედა: უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება დღეს და არა ხვალ

✔️ „თამაშის წესები ისეთი არ არის, როგორიც დემოკრატიულ სამყაროში, საქმე ბიზნესთან არ გვაქვს“ - ლაშა ტუღუში ტელევიზიების ზარალზე

✔️ პუტინის გზა: სტაბილურობის დაპირებიდან ბირთვულ საფრთხეებამდე

✔️ ამერიკულმა ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ სამი ლიდერი მოკლეს