მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვერცერთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს - ირაკლი კობახიძე 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე

მმართველი გუნდის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტს სასჯელი უმძიმეს დანაშაულებზე აქვს შეფარდებული და საქართველოს იურისდიქციის შესაბამისად, სასჯელი აქ უნდა მოიხადოს. 

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ სააკაშვილის საკითხზე საუბრისას განუცხადა, ვერცერთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია ვერ იქნება საფუძველი იმისათვის, რომ მოხდეს მისი ექსტრადირება. 

„მიხეილ სააკაშვილს შეფარდებული აქვს სასჯელი უმძიმეს დანაშაულებზე, რომელიც საქართველოში არის ჩადენილი. აქ არის საქართველოს იურისდიქცია და ამის შესაბამისად ბუნებრივია მან უნდა მოიხადოს სასჯელი. რა თქმა უნდა, ვერცერთი ასეთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია ვერ იქნება საფუძველი იმისათვის მოხდეს მისი ექსტრადირება. 

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, შესაბამისი უწყებები გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ სამედიცინო მომსახურება იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს დანაშაულის ხარისხს, სპეციფიკას. ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს უზრუნველყოფილი სათანადო სამედიცინო მომსახურება“, - აცხადებს კობახიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ სააკაშვილი ძალიან მალე საოპერაციო გახდება, ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა - ვალერი გელბახიანი

✔️ 2 გარდაცვლილი და 3 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი - სროლა ლას-ვეგასის კაზინოსთან

✔️ გიტანას ნაუსედა: უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება დღეს და არა ხვალ

✔️ „თამაშის წესები ისეთი არ არის, როგორიც დემოკრატიულ სამყაროში, საქმე ბიზნესთან არ გვაქვს“ - ლაშა ტუღუში ტელევიზიების ზარალზე

✔️ პუტინის გზა: სტაბილურობის დაპირებიდან ბირთვულ საფრთხეებამდე