მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ამერიკელი ექიმი სააკაშვილთან არ შეუშვეს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილთან აშშ-დან ჩამოსული ექიმი ჯეიმს კობი არ შეუშვეს. ამის შესახებ მან კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ადვოკატის თქმით, მათ კლინიკა „ვივამედიდან“ დირექტორის ხელმოწერილი წერილი მიიღეს. 

„მიხეილ სააკაშვილმა თავისივე განცხადებით მიმართა კლინიკის დირექტორს და სთხოვა ჩართულიყო საქმეში იმის თაობაზე, რომ ბატონო კობი შესულიყო პაციენტთან. ჩვენდა გასაკვირად დღეს მივიღეთ პასუხი კლინიკა „ვივამედიდან“ და მისი დირექტორის ხელმოწერით არის, სადაც ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილს თურმე არაფერი განსაკუთრებული არ სჭირს და არ ესაჭიროება მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურება. 

ამ დოკუმენტს არ ვეთანხმებით და სასამართლოში გავასაჩივრებთ. გმადლობთ ამ წერილისთვის, იმიტომ რომ როგორც ადვოკატს, შესანიშნავი მტკიცებულება ხელში ჩამივარდა იმასთან დაკავშირებით, რომ მას ადეკვატური მკურნალობა არ უტარდება. 

არაკომპეტენტურობის გაუგონარი ფაქტებია, მკურნალობის შოკის მომგვრელი ინფორმაციებია, თუმცა სააკაშვილისვე თხოვნით, იმიტომ რომ მასზე არ მომხდარიყო ზეწოლა, ამ ფაქტების გაჟღერებისგან თავს ვიკავებდით“, - აცხადებს ხაჭაპურიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ვერცერთი მოთხოვნა თუ რეკომენდაცია ვერ იქნება იმის საფუძველი, რომ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს - ირაკლი კობახიძე 

✔️ სააკაშვილი ძალიან მალე საოპერაციო გახდება, ჩამოშლილი აქვს ნერვული სისტემა - ვალერი გელბახიანი

✔️ 2 გარდაცვლილი და 3 კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი - სროლა ლას-ვეგასის კაზინოსთან

✔️ გიტანას ნაუსედა: უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება დღეს და არა ხვალ

✔️ „თამაშის წესები ისეთი არ არის, როგორიც დემოკრატიულ სამყაროში, საქმე ბიზნესთან არ გვაქვს“ - ლაშა ტუღუში ტელევიზიების ზარალზე