ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინას გამარჯვების მოპოვებამდე დაეხმარებიან რუსეთის წინააღმდეგ ომში. "ამერიკის ხმის" ინფორმაციით, ამის შესახებ ბაიდენმა კონგრესის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად გაერთიანებულები ვართ და იმდენს ხანს ვიქნებით თქვენს გვერდით, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება", - აცხადებს ბაიდენი.
ამასთან, bloomberg-ის ცნობით, ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის შეჭრას უკრაინაში „საუკუნის გამოცდა“ უწოდა.
"პუტინის შეჭრა საუკუნის გამოცდაა, ეს არის გამოცდა ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის.
იხილეთ აგრეთვე:
👉 გერმანია უკრაინას „ლეოპარდ-1“-ის ტიპის 178 ტანკს გადასცემს
👉 „დააკავეს სოფელ ჯიხაშკარში, ამჟამად ის გადაჰყავთ ქუთაისის მეორე დაწესებულებაში“ - ესებუას ადვოკატი
👉 თურქეთსა და სირიაში მიწისძვრით დაღუპულთა რაოდენობა 8000-ს უახლოვდება