მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე 2 პალესტინელი მოკლეს - პალესტინური მხარე

თავდასხმა დასავლეთ სანაპიროზე

ებრაული მხარის განცხადებით, ისრაელის ჯარებმა და სპეცდანიშნულების რაზმმა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე დაკავების სპეცოპერაცია განახორციელეს. 

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ რამდენიმე შეიარაღებული პალესტინელი დაიღუპა ქალაქ ნაბლუსში რამდენიმე საათიანი ბრძოლის შემდეგ. 

მათივე თქმით, ებრაელი ჯარისკაცები არ დაშავებულან. 

თავის მხრივ მომხდარს პალესტინური მხარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაღუპულია 29 და 22 წლის მამაკაცები. 

ამავე ინფორმაციით, მძიმედ არის დაჭრილი 19 პალესტინელი. 

„ჩვენ არ დავსხდებით არ დაველოდებით იმას, თუ როგორ დაშავდებიან ისრაელის მოქალაქეები“, - განაცხადა ისრაელის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდიმ.

პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის სპიკერმა დაგმო მომხდარი და თქვა, რომ ეს არის ისრაელის ოკუპაციის შედეგი. 

„რეგიონი დარჩება ძალადობის ციკლში, სანამ ოკუპაცია არ დასრულდება,“ - აღნიშნა პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა. 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ჩვენ გვჯერა ორი სქესის, არსებობენ კაცები და ქალები - დონალდ ტრამპი

👉 ეპისკოპისი ქადაგების დროს პირდაპირი ტრანსლირებისას გაძარცვეს - შემთხვევა ბრუკლინში

👉 დაღუპულია სულ მცირე 17 მიგრანტი, მათ შორის ჩვილი - ბაჰამის კუნძულებთან გემი ჩაიძირა

👉 შეიარაღებულმა პირმა უნივერსიტეტში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია ქალაქის ყოფილი მერი - შემთხვევა ფილიპინებში

👉 ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, დაღუპულია სულ მცირე 21 ადამიანი - შემთხვევა კენიაში

👉 სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა - შემთხვევა კალიფორნიაში