მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მოსკოვში 1 მილიარდი რუბლი მაკდონალდსის ჩასანაცვლებად გამოყვეს

მაკდონალდსის ჩანაცვლება

მოსკოვის მერიამ ამერიკული სწრაფი კვების ობიექტის „მაკდონალდსის“ ჩასანაცვლებლად და, ასევე, ახალი ბიზნესის მხარდაჭერისთვის 1 მილიარდი რუბლი გამოყო. ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

„მიმდინარე წლის მარტში დამტკიცდა ასეთი გრანტების გაცემის პროცედურა. მათ საშუალება ეძლევათ ახალი სწრაფი კვების ობიექტები გახსნან და თანამშრომლები აიყვანონ. გრანტების ოდენობა დამოკიდებულია გასახსნელი ობიექტების ფართობზე. მაქსიმალური თანხა, რომლის მიღებაც კომპანიას შეუძლია, არის 5 მილიონი რუბლი. საგრანტო განაცხადები მიიღება 30 ივნისამდე. აღნიშნულ საკითხზე ინტერესი 17 კომპანიამ გამოხატა“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, რუსეთის ბაზარი მსხვილმა დასავლურმა კომპანიებმა დატოვეს, მათ შორის არიან მაკდონალდსი, ეფლი, ვიზა, მასტერქარდი, როლექსი და ა.შ. საერთო ჯამში რუსულ ბაზარზე უარი თქვა 400-ზე მეტმა კომპანიამ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

👉 „აშშ-ის ჯოჯოხეთურმა სანქციებმა ვერ გაამართლა, ვერ მოახერხეს რუსეთის საბანკო სისტემის პარალიზება - ვიაჩესლავ ვოლოდინი

👉 „პუტინის კატასტროფის დასაწყისი“ - ფირტაში რუსეთის შეჭრაზე

👉 რუსი სამხედროები, რომლებმაც ბუჩაში სისასტიკე ჩაიდინეს, უკრაინაში ბრუნდებიან - უკრაინის დაზვერვა

👉 რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წლების განმავლობაში გაგრძელდება - ამერიკელი გენერალი

👉 ველოდებით ოფიციალურ მტკიცებულებებს და დამაჯერებელ არგუმენტებს საქართველოდან - კულება უკრაინული სამხედრო დაზვერვის ინფორმაციაზე