ჰაკერებმა 1-ელ სექტემბერს მოსკოვში ათობით თავისუფალი ტაქსი ერთ მისამართზე გამოიძახეს და ტაქსების საცობი გამოიწვიეს. ამის შესახებ რუსული მედია Tass წერს.
Yandex-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურმა ოპერატიულად შეაჩერა მანქანების ხელოვნური გადატვირთვის მცდელობები.
„მძღოლებმა ყალბი შეკვეთების გამო დაახლოებით 40 წუთი გაატარეს მოძრაობაში. კომპენსაციის საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება. ახლა ტაქსის მანქანებმა უკვე დატოვეს საცობების ზონა და ჩვეულ რეჟიმში ასრულებენ შეკვეთებს. ასეთი თავდასხმების აღმოჩენისა და პრევენციის ალგორითმი უკვე დაიხვეწა, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა Yandex-მა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „პუტინის გარემოცვას არ სჯერა რუსეთის გამარჯვების უკრაინის წინააღმდეგ ომში“ - გენადი გუდკოვი
👉 ევროკავშირი უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს - Bloomberg
👉 უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა - სიის სათავეში პუტინის ქალიშვილები არიან