გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპა და საერთაშორისო საზოგადოება კრიტიკულ მომენტში იმყოფებიან, რადგან უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მსოფლიო შეიცვალა.
„მსოფლიო გარდამტეხ მომენტშია“, - თქვა შოლცმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას და დასძინა, რომ არა მხოლოდ უკრაინა ემუქრება საფრთხე არამედ „საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა ორი მსოფლიო ომის შემდეგ. ომი იყო „ჭექა-ქუხილი“, მაგრამ რუსეთის მიერ „უკრაინის დაპყრობის პერსპექტივა ნაკლებად სავარაუდოა, ვიდრე ეს იყო თავდასხმის დასაწყისში“, - თქვა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, მოსკოვმა ვერ შეასრულა თავისი სამხედრო მიზნები, მაგრამ მოახერხა საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანება და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის სწრაფი განხორციელება.
ჩვენ არ შეგვიძლია პუტინს ამ ომში გამარჯვების უფლება მივცეთ, მე მტკიცედ მჯერა, რომ ის ამ ომს ვერ მოიგებს“, - აღნიშნა შოლცმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 უკრაინელების 92%-ს რუსების მიმართ ნეგატიური, ხოლო 2%-ს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს - კვლევა
👉 გერმანია უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება - DW
👉 რუსეთში იმპორტირებული ლუდის გაყიდვები 30%-ით შემცირდა - კომერსანტი
👉 არავის აქვს ზუსტი პროგნოზი, როდის დასრულდება ომი - იენს სტოლტენბერგი