მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინელების 92%-ს რუსების მიმართ ნეგატიური, ხოლო 2%-ს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს - კვლევა

ომი უკრაინაში

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ 13-18 მაისს ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ უკრაინელების უმრავლესობას რუსების მიერ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

უფრო კონკრეტულად კი, კვლევის თანახმად, უკრაინის მოქალაქეების 92%-ს რუსების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, ხოლო 2%-ს პოზიტიური. 

„მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ 2% - დაახლოებით 500 000 ადამიანია ანუ აბსოლუტური თვალსაზრისით ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი რიცხვია. აშკარა ფაქტებად რჩება პოზიტიური დამოკიდებულება აგრესორის მიმართ“. - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ იმ რესპონდენტებს შორის, რომლებსაც თებერვლის დასაწყისში რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდათ, დღესაც კვლავ აქვთ, ხოლო 3% აგრესორთან დამოკიდებულების შესახებ ამბობს, რომ „რთული სათქმელია“. 

სოციოლოგების თქმით, უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს  რუსეთის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

👉  გერმანია უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება - DW

👉  რუსეთში იმპორტირებული ლუდის გაყიდვები 30%-ით შემცირდა - კომერსანტი

👉  არავის აქვს ზუსტი პროგნოზი, როდის დასრულდება ომი - იენს სტოლტენბერგი

👉  ოკუპანტებმა ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი დაბომბეს - არის მსხვერპლი

👉 რა იცი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ - ქვიზი

👉  აგრესორები ლიმანზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ - უკრაინული მხარე