დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომი წარუმატებლად შეაფასა და თქვა, რომ პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„რუსეთის მიერ მთელი უკრაინის აღება და მასზე კონტროლის დამყარება, დღეს კიდევ უფრო შორეულია, ვიდრე ეს ომის დასაწყისში ჩანდა“, - განაცხადა შოლცმა.
მისივე თქმით, პუტინმა ვერ შეაფასა ნატოს, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ერთიანობა და სიძლიერე.
შოლცის თქმით, მიზანი დღეს ნათელია: „პუტინმა არ უნდა მოიგოს თავისი ომი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ვერ მოიგებს მას“.
მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინის აგრესიული ომის გამო გერმანია ომის ზონაში იარაღს პირველად გზავნის.
„პუტინი სერიოზულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ გააცნობიერებს, რომ უკრაინის თავდაცვას ვერ გატეხს. პუტინს სურს დაბრუნდეს მსოფლიო დღის წესრიგში“, - თქვა შოლცმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
👉 უკრაინელების 92%-ს რუსების მიმართ ნეგატიური, ხოლო 2%-ს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს - კვლევა
👉 გერმანია უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში დაეხმარება - DW
👉 რუსეთში იმპორტირებული ლუდის გაყიდვები 30%-ით შემცირდა - კომერსანტი
👉 არავის აქვს ზუსტი პროგნოზი, როდის დასრულდება ომი - იენს სტოლტენბერგი
👉 ოკუპანტებმა ლისიჩანსკი და სევეროდონეცკი დაბომბეს - არის მსხვერპლი