მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ არ აპირებს, უკრაინის შეიარაღების შეჯიბრებაში ჩაერთოს

გერმანიის კანცლერი

„ბერლინს არ სურს უკრაინის შეიარაღების შეჯიბრებაში ჩაერთოს“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგის ქვედა პალატაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

ოლაფ შოლცმა გააკრიტიკა ზოგიერთ ქვეყნებს შორის მიმდინარე საჯარო შეჯიბრება იმის შესახებ, თუ ვის შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და აღნიშნა, რომ ეს მოკავშირეებს შორის ერთიანობას ავნებს.

„ერთიანობა ჩვენს ალიანსებში ჩვენი ყველაზე ღირებული აქტივია. რაც ზიანს აყენებს ჩვენს ერთიანობას, არის საჯარო შეჯიბრება, რომ გავუსწროთ ერთმანეთს: საბრძოლო ტანკები, წყალქვეშა ნავები, თვითმფრინავები - ვინ ითხოვს მეტს? უკრაინა ევროპას ეკუთვნის, მისი მომავალი ევროკავშირშია. ეს დაპირება სრულდება. პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს - არც ბრძოლის ველზე და არც ნაკარნახევი მშვიდობის გზით. ეს, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულია ომის ერთი წლის შემდეგ“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი ჩქარობს შეტევის დაწყებას, სურს, რომ დასავლური იარაღის გამოჩენას დაასწროს - ამერიკელი ანალიტიკოსები

👉 ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთმა შეძლოს მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ომის მიმდინარეობაზე უახლოეს კვირებში - ბრიტანული დაზვერვა

👉„რუსეთი უკვე იხვეწება მოლაპარაკებებს“ - ოლექსი დანილოვი

👉 მზად არის თუ არა პუტინი რეალურად გაჭიანურებული ომისთვის? - ISW-ს ანალიტიკოსების შეფასება

👉 პაველ კირილენკო რუსების მიერ ბახმუტის შესაძლო აღების სცენარს არ გამორიცხავს