მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა

დიდი ბრიტანეთი

დიდ ბრიტანეთში, „ომიკრონი“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა  ბორის ჯონსონმა განაცხადა.

ბორის ჯონსონის თქმით,  ლონდონში „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა და ქალაქში ინფექცია 40%-ს შეადგენს.

„სამწუხაროდ, უკვე დადასტურდა, რომ, სულ მცირე, ერთი პაციენტი „ომიკრონით“ გარდაიცვალა“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში 27 ნოემბერს დაფიქსირდა „ომიკრონის“ პირველი შემთხვევები, ჯონსონმა დააწესა უფრო მკაცრი შეზღუდვები და კვირას მან ხალხს მოუწოდა, გაეკეთებინათ გამაძლიერებელი აცრები.

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთს კორონავირუსის „ომიკრონი“ ვარიანტის მოქცევის ტალღა ემუქრება, ხოლო ვაქცინის ორი დოზა საკმარისი არ იქნება მის შესაკავებლად.

ბორის ჯონსონის თქმით, ვაქცინის გამაძლიერებელი დოზების პროგრამა უფრო სწრაფად უნდა განხორციელდეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „ომიკრონი“ სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია“ - გიორგი ფხაკაძე

⚫ „დიდი ალბათობით, ქვეყანაში „ომიკრონის“ შტამი გვაქვს“ - აკაკი ზოიძე

⚫ „ომიკრონის“ შტამმა ჰოსპიტალიზაცია საფრანგეთში 41%-ით გაზარდა - ზაზა წერეთელი

⚫ როგორ შეუძლიათ მეცნიერებს განაახლონ ვაქცინები ომიკრონის წინააღმდეგ? - მიკრობიოლოგის განმარტება

 „სამწუხარო ამბავი, რაც ამ ახალ შტამზე ისმის, უკავშირდება რეინფექციის რისკებს“ - ნანა გეგეჭკორი

 რა არის კორონავირუსის ახალი შტამის უმთავრესი სიმპტომი და რით განსხვავდება დელტა შტამისგან?

⚫ ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი