ფინეთის პრეზიდენტის საული ნიინისტეს თქმით, შვედეთი დაუცველ მდგომარეობაში არ იქნება, თუ ფინეთი პირველი გაწევრიანდება ნატოში.
ნიინისტეს განცხადებით, ალიანსის წევრობის ორივე კანდიდატი შეერთებულ შტატებთან ორმხრივ სამხედრო პაქტებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„სავსებით შესაძლებელია, რომ ფინეთი შვედეთამდე შეუერთდეს ნატოს“, - აცხადებს ფინეთის პრეზიდენტი.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 17 მარტს ფინეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ანკარა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენს - შვედეთისგან დამოუკიდებლად. იმავე საღამოს ოქმი თურქეთის პარლამენტს წარედგინა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 მედვედევი ჰააგის სასამართლოს ჰიპერბგერითი რაკეტა „ონიქსით“ ემუქრება
🔴 19 დაღუპული და 20 დაშავებული - ავარია ბანგლადეშში
🔴 ჭავჭავაძეზე საიუველირო მაღაზია გაქურდეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
🔴 ოკუპირებულ მარიუპოლში ვიზიტით პუტინს სურდა თავი ლიდერად წარმოეჩინა - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“
🔴 ჩრდილოეთ კორეამ აშშ-სა და სამხრეთ კორეის წინააღმდეგ იმიტირებული ბირთვული კონტრშეტევა დაიწყო