მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში“ - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ დასავლეთი უკრაინის გვერდით დგას და ის აუცილებლად გააგრძელებს იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს. ამასთან, ბაიდენმა დაადასტურა, რომ ის ევროპაში ვიზიტს აპირებს. ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ბაიდენის თქმით, მისი ევროპაში ვიზიტი უკრაინის მხარდასაჭერად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ის შეხვდება მოკავშირეებს, რათა დასავლეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დააკისროს.

ბაიდენი ჯერ ბელგიას, შემდეგ კი პოლონეთს ეწვევა.

„ხვალ მივემგზავრები ევროპაში ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან შესახვედრად, ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში თავისი სასტიკი ომი წამოიწყო.

ჩემი პირველი გაჩერება ბელგია იქნება, სადაც ნატოს მოკავშირეებს, დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების და ევროპის ლიდერებს შევხვდები, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის მძიმე საფასური დავაკისროთ.

შემდეგ გავემგზავრები პოლონეთში, სადაც ორმხრივი შეხვედრა მექნება პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან. ამ ვიზიტით ჩვენ ნათლად ვიტყვით, რომ დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში.

პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, მაგრამ ახლა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში.

ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა თავისი ქმედებებისთვის მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს“, – აცხადებს ბაიდენი.

 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📢 რუს სამხედროებს უკრაინაში საკვებისა და თბილი ტანსაცმლის დეფიციტი აქვთ - პენტაგონი

📢 „პუტინის „აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ“ ევროპის ფარგლებს გარეთაც აქვს შედეგები“ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

📢 კრემლის განცხადებები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით სახიფათოა - პენტაგონი

📢 უკრაინაში ომის გაგრძელება მორალურად მიუღებელია, პოლიტიკურად გაუმართლებელია და სამხედრო თვალსაზრისით უაზროა - ანტონიო გუტერეში

📢 კიევის მახლობლად, ფრონტის ხაზიდან ამერიკელი ფოტოჟურნალისტი გაუჩინარდა