მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი არ აპირებს შეჭრას არც უკრაინაში და არც სხვა ქვეყანაში, ეს ბლეფია“ - რუსეთის ელჩი ევროკავშირში

ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ვლადიმერ ჩიჟოვი

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შიში არის ბლეფი და ისტერიული გზავნილი, რომელსაც დასავლეთის ქვეყნები ავრცელებენ“, - ამის შესახებ ევროკავშირში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩიჟოვმა განაცხადა.  

მისივე თქმით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს. 

„რუსეთი არ აპირებს შეჭრას არც უკრაინაში და არც სხვა ქვეყანაში. ეს ბლეფია, რომელიც შეიქმნა არა რუსეთში, არამედ იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლა ავრცელებენ ამ ისტერიულ გზავნილს მთელ ევროპასა და მსოფლიოში. ჩვენ გვჯერა დიპლომატიის და მხოლოდ იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამოსაუბრეები აქ, ევროპასა და ატლანტის ოკეანის მიღმა, იცავენ იმავე პრინციპს. 

ნატოს ზოგიერთმა ბოლოდროინდელმა ნაბიჯმა გაზარდა არასტაბილურობის ხარისხი მთელ ევროპაში. რუსეთისთვის საფრთხის წინაშე დგას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, რადგან ნატო ჩვენს საზღვრებს უახლოვდება. ნატოს ღია კარის პოლიტიკა ფორმულირებულია ისე, თითქოს იგი არსებობდეს ვაკუუმში და ნატოს ირგვლივ სხვა არავინ იყოს“, - განაცხადა ჩიჟოვმა. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „რუსეთს არ ჰყავს საკმარისი ჯარი უკრაინის საზღვარზე, რათა განახორციელოს სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრა“ - დასავლელი ექსპერტები

🔴 „რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს“ - ვენდი შერმანი