მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საჭიროა ფოკუსირება არა მხოლოდ უკრაინისათვის ახალი იარაღის მიწოდებაზე, არამედ ძველი სისტემებისთვის საბრძოლო მასალების მოძიებაზეც - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი

უკრაინის მხარდამჭერმა ქვეყნებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ არა მხოლოდ უკრაინისათვის ახალი იარაღის მიწოდებაზე, არამედ ძველი სისტემების საბრძოლო მასალების მოძიებასა და ამ სისტემების ექსპლუატაციაში დახმარებაზე, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ ახალ პლატფორმებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, არამედ იმის უზრუნველყოფაზეც, რომ ყველა პლატფორმა, რომელიც უკვე არსებობს, ფუნქციონირებდეს ისე, როგორც საჭიროა. ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალა. ჩვენ გვჭირდება სათადარიგო ნაწილები. ჩვენ გვჭირდება ექსპლუატაცია და ჩვენ გვჭირდება წვრთნები“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თუ უკრაინა დაეცემა, შემდეგი იქნება საქართველო - დნიპროს მერი

✔️ უკრაინელი სამხედროები თანდათან მიიწევენ წინ სვატოვოს მახლობლად, ხოლო რუსები ცდილობდნენ თავდასხმას ზაპოროჟიეს რეგიონში - საბრძოლო რუკა

✔️ „რუსეთი შეჩერდება იქ, სადაც შევაჩერებთ, არ გამოვა ჩირგვში ჯდომა“ - ბორის ფილატოვი

✔️ „ტიკტოკის მეომრები“: რას აკეთებენ ჩეჩენი მეომრები უკრაინაში? - „ევრონიუსი“

✔️ მორავეცკის თქმით, ვარშავამ უკრაინას „ლეოპარდის“ ტანკები, შესაძლოა, გერმანიის ნებართვის გარეშე გადასცეს