მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან კიევში ფოტოს გადასაღებად“ - Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი 2022 წლის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა

ვოლოდიმირ ზელენსკი

გამოცემა Politico-მ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 2022 წლის ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. ამის შესახებ pravda იტყობინება. 

„უბრალოდ შეხედეთ, როგორ გარბიან ევროპელი ლიდერები კიევში იმისთვის, რომ ფოტო გადაიღონ საკულტო ზეთისხილისფერ-მწვანე მაისურიან 44 წლის კაცთან. ლიდერებს მის გვერდით დგომა უნდათ. ზელენსკიმ დაარწმუნა დანარჩენი ევროპა, რომ მისი მომავალი უკრაინასთან იყო დაკავშირებული, ეს კი ძალიან ცოტას სჯეროდა რუსეთის შეჭრამდე. 

მისი რიტორიკა ნათლად მიუთითებს რუსეთის რეჟიმის ბოროტებაზე, რომლის წინააღმდეგაც ის ებრძვის, ფანტავს რწმენას - განსაკუთრებით ბერლინსა და პარიზში, რომ მოსკოვი შეიძლება იყოს პარტნიორი“, - წერს გავლენიანი გამოცემა უკრაინის პრეზიდენტის შესახებ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ვაცნობიერებთ რა არის ბირთვული იარაღი და არ ვაპირებთ სამართებელივით ვიქნიოთ - პუტინი

✔️ პუტინი გაჭიანურებული ომისთვის პირობებს ქმნის - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯაბა ხოფერია სამშობლოში ჩამოასვენეს

✔️ ირანის უზენაესი ლიდერის და საკუთარი ძმის პოლიტიკას გმობს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს