მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინაში ამერიკული Abrams-ების გაგზავნას მრავალი თვე დასჭირდება - ჯონ კირბი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი

გერმანული Leopard-ის ტიპის ტანკები უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე ამერიკული Abrams-ის ტანკები, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, კირბის არ დაუკონკრეტებია ვადები, როდის შეძლებს აშშ უკრაინისთვის „აბრამსის“ ტანკების მიწოდებას.

Leopard-ის ტანკები, ასევე, ძალიან დახვეწილია. ისინი ძალიან კარგი ტანკებია და ევროპის კონტინენტზე ბევრი მათგანია. მადლობელი ვართ, რომ გერმანელები აპირებენ დაუყოვნებლივ გადასცენ 14 ტანკი. ამასთან, ისინი აპირებენ იმუშაონ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დაამატონ ტანკების ორი სრული ბატალიონი, ეს არის დაახლოებით 60 ტანკი. ისინი უკრაინაში უფრო სწრაფად ჩავლენ, ვიდრე Abrams-ები“, - აღნიშნა კირბიმ.

მისი თქმით, ტანკებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ომზე, რადგან გაზაფხულზე და ზაფხულში ბრძოლა უფრო სასტიკი გახდება.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება 25 იანვარს მიიღო

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ამერიკელი სენატორები უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავებისა და ATACMS-ის სისტემების გადაცემას ითხოვენ

👉 რუსეთი შეტევისთვის ემზადება, შეტევის სავარაუდო მიმართულება ლუგანსკის ოლქში სვატოვე-კრემინას ხაზი შეიძლება იყოს - ISW

👉 ლეოპარდ-2 - რა შეუძლია ამ საბრძოლო მანქანას და რატომ არის სახიფათო ის რუსეთისთვის - BBC

👉 რატომ სჭირდებათ ქვეყნებს გერმანიის ნებართვა უკრაინაში „ლეოპარდის“ ტანკების გასაგზავნად?

👉 დასავლელი მოკავშირეები მოუწოდებენ უკრაინას, უარი თქვას ბახმუტში სასტიკ ბრძოლებზე და ყურადღება გაამახვილოს სამხრეთით შეტევაზე - CNN