მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინა ევროპის ფარია რუსეთის წინააღმდეგ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა ევროპისთვის ფარს წარმოადგენს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამიტომ, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა უფრო მძლავრ საერთაშორისო მხარდაჭერას იმსახურებს, იმ მნიშვნელოვანი როლის გამო, რომელსაც ის ევროპის უსაფრთხოებისთვის ასრულებს. ინფორმაციას ALJAZEERA ავრცელებს.

„უკრაინა არის ევროპის „ფარი“ რუსული არმიის წინააღმდეგ და იმსახურებს უფრო ძლიერ საერთაშორისო მხარდაჭერას“, -  განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. 

მან ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც პრორუსულმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში სრული სამხედრო მობილიზაციის ბრძანება გასცეს, ხოლო დასავლელი ლიდერები სულ უფრო მძიმე გაფრთხილებებს აკეთებდნენ, რომ რუსეთის შეჭრა მის მეზობელზე გარდაუვალი ჩანდა.

„რვა წლის განმავლობაში უკრაინა ფარი იყო", - აღნიშნა ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 ევროკავშირი ბელორუსს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას

🔴  ბოევიკებმა ლუგანსკის სოფელი დაბომბეს - არიან დაშავებულები (ვიდეო)

🔴  დონბასელი სეპარატისტები უკრაინის სამთავრობო ძალებს თავდასხმებში ადანაშაულებენ

🔴  აშშ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ახალ ვადას ასახელებს

🔴  რუსეთმა უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა - თეთრი სახლის ადმინისტრაცია

🔴  „ომი რვა წელია გრძელდება, ჩვენ გავძლიერდით ამდენივეჯერ“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

🔴  „ეს არ არის 1940-იანი წლების ისტორიები, ეს არის ევროპა 2022 წელს და ეს ხდება რუსეთის ხელმძღვანელობისგან“ - ევროკომისიის პრეზიდენტი