მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნატო კიევში ოფისს ხურავს და თანამშრომლები ლვოვში გადაჰყავს

ნატოს ოფისი უკრაინაში

ნატომ მიიღო გადაწყვეტილება კიევში ოფისის დახურვის შესახებ. თანამშრომელთა ნაწილი ლვოვში, ნაწილი კი ბრიუსელში გადავიდა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ოფისი „დროებით დაიხურება“.

„ნატო და მისი წევრი ქვეყნები ზედმიწევნით აკვირდებიან სიტუაციას და უსაფრთხოების ყველა აუცილებელ ზომებს იღებენ. ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომ ჩვენ ისინი ლვოვსა და ბრიუსელში გადაგვყავს. შესაბამისად, ნატოს ოფისი უკრაინაში არ დახურულა და ის ფუნქციონირებას განაგრძობს“, -  წერია განცხადებაში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის საფრთხის ფონზე ზოგიერთმა ქვეყანამ კიევში საელჩო დახურა ან ის სხვა ქალაქებში გადაიყვანა. კანადამ და ავსტრალიამ კიევიდან საელჩოები გაიყვანა. გერმანიამ კი საკონსულო დნეპრიდან ლვოვში გადაიტანა და თანამშრომელთა რაოდენობა შეამცირა.

ევაკუაცია იაპონიის საელჩომაც გამოაცხადა, თუმცა მისი თანამშრომლების ნაწილი კიევში ჯერ კიდევ რჩება. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსული აგრესიის შემთხვევაში ისრაელის საელჩო, ასევე, ლვოვში იქნება გადატანილი.

საფრანგეთის საელჩომ უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდა შეიძინონ საკმარისი მარაგის სასმელი წყალი, საკვები და თბილი ტანსაცმელი. 

ამავე თემაზე: 

📎  უკრაინის ტერიტორიიდან გაშვებული ჭურვი როსტოვის ოლქში ჩავარდა, რუსული მხარე გამოძიებას ატარებს

📎  პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთში სტრატეგიული წვრთნები დაიწყო

📎   დონბასში ოკუპანტებმა ცეცხლი საკუთარ პოზიციებს გაუხსნეს

📎  „ეს არ იქნება ის გასეირნება, რომელიც რუსეთმა საქართველოში მოაწყო 2008 წელს“ - კახა გოგოლაშვილი

📎  ესტონეთმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები გადასცა

📎  ევროკავშირი ბელორუსს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაზე თავდასხმაში მიიღებს მონაწილეობას

📎 დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ მობილიზაცია გამოცხადდა

📎 დონბასში უკრაინელი სამხედრო დაიღუპა