მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სამრეწველო კომისიაში მის პირველ მოადგილედ დიმიტრი მედვედევი დანიშნა

დიმიტრი მედვედევი, ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო სამრეწველო კომისიაში მისი პირველი მოადგილის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დანიშნა.

პუტინის ბრძანებულების თანახმად, კომისიას შეუერთდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ალექსანდრე კურენკოვიც.

კომისიის თავმჯდომარეა რუსეთის პრეზიდენტი. მასში ასევე შედის ვიცე-პრემიერი - მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელი, დენის მანტუროვი - ის იკავებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილის და მისი კოლეგიის ხელმძღვანელის პოსტებს.

კომისიაში ასევე არიან თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი, საგარეო დაზვერვის სამსახურის, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელები და სხვები.

„სამხედრო სამრეწველო კომისია არის მუდმივი ორგანო, რომელიც შექმნილია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო პოლიტიკის ორგანიზებისთვის, თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების სამხედრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში. მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს“, - წერს რუსული მედია.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

👉 „არ შეიძლება, იცოდე, რომ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გამყოფი ხაზი შენი ხელმოწერაა და ეს ხელმოწერა არ გაიმეტო“ - ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს

👉 „სახელმწიფოს მეთაურს მეტი ჭკუა მოეკითხება“ - დავით უსუფაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

👉 „ეფესბემ“ უკრაინული დივერსიული ჯგუფი გაანადგურა - რუსული მედია

👉 რუსეთში დედამ სამი შვილი მოკლა - მისი თქმით, ბავშვებს სულში ეშმაკი ჰყავდათ ჩასახლებული