მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2019 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ საქართველოში ვითარება დამშვიდდა დემოკრატია განმტკიცდა, ამიტომ ჩემი პოზიციაა, ავიამიმოსვლა აღდგეს - სერგეი გავრილოვი

დუმის დეპუტატი

„2019 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ საქართველოში ვითარება დამშვიდდა დემოკრატია განმტკიცდა, ამიტომ ჩემი პოზიციაა, რომ ავიამიმოსვლა უნდა აღდგეს, ეს მოსახერხებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვისაც“, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა „მთავარ არხთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა. 

👉 აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, უკრაინის ომთან დაკავშირებით გავრილოვის თქმით, ის გათვლილი, საპასუხისმგებლო, გააზრებული და პრაგმატულია:

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აუცილებელია, ეს სხვადასხვა სფეროებში  ურთიერთობების გასაღრმავებლად მნიშვნელოვანი პირობაცაა. ვფიქრობ, ავიამიმოსვლის შემდეგ სრულყოფილი დიპლომატიური ურთიერთობაც უნდა აღდგეს. ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება და ის საქართველოს ხალხის ინტერესებსაც შეესაბამება. ყოველივე ეს საჭიროა მილიონობით ქართველის უფლებების დასაცავად, ვინც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფება, ეს, ასევე, აუცილებელია ჩვენს წინაშე ბევრი მწვავე პოლიტიკური საკითხის მოსაგვარებლად. ვიცი, რომ რუსეთის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები ამ თემაზე მუშაობენ.

2019 წელს მომხდარი მოვლენების შემდეგ საქართველოში ვითარება დამშვიდდა, დემოკრატია განმტკიცდა, ამიტომ ჩემი პოზიციაა, რომ ავიამიმოსვლა უნდა აღდგეს, ეს მოსახერხებელი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვისაც. რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას, ის სწორად გათვლილი, საპასუხისმგებლო, გააზრებული და პრაგმატულია. საქართველო ყველას აჩვენებს საგარეო პოლიტიკაში მოქმედების თავის სუვერენულ სტილს. ვიმედოვნებ, საქართველოში ამას დადებითად მიიღებენ“, - აცხადებს  დუმის დეპუტატი.

ცნობისთვის, 18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება.

20 იანვარს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ საქართველოსა და რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები.

აღნიშნულ განცხადებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობის შემსუბუქებას, ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ხელისუფლებისთვის მისასალმებელია. 

რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა და აღნიშნა, რომ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან - კელი დეგნანი

⭕ აუცილებელია საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენა - სერგეი გავრილოვი

ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები მოსკოვთან - კელი დეგნანი

მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

ცუდს ვერაფერს ვხედავ, შეიძლება, კარგიც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის - კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენაზე

რუსეთი აჯილდოებს საქართველოს უკრაინის მიმართ პოზიციისთვის - გახარია ლავროვის განცხადებაზე