მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამ დღეებმა სრულიად თვალნათლივ მოახდინა „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია - გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

„ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ სადარაჯოზე და მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ, აბა, კიდევ სადმე რუსეთისკენ გადახვევას ხომ არ აპირებენ“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტვ პირველის ეთერში მმართველ გუნდზე საუბრისას განაცხადა. 

მარგველაშვილის განცხადებით, განვითარებულმა პროცესებმა თვალნათლივ მოახდინა „ოცნების“ ლუსტრაცია.

„ბუნებრივია, მე სულ მაქვს იმის მცდელობა, რომ ჩემი პოზიცია ოპოზიციას გავუზიარო და შევეცადო რომ პროცესები ისე წარიმართოს როგორც მე ვფიქრობ რომ არის კარგი და სწორი ქვეყნისთვის, მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება. ამას ვცდილობდი 2020 წელს, 2021 წელს... პოზიციას ვაფიქსირებ ღიად. 

დღეს მთავარი მიზანი არის არჩევნებამდე მისვლა და ჩვენება იმისა, არჩევნები რომ ჩატარდება სტაბილურობა იქნეს შენარჩუნებული ამ ქვეყანასა და რეგიონში, იმიტომ რომ ეს აღელვებს საქართველოს მოქალაქესაც და ჩვენს პარტნიორებს. 

ამ დღეებმა სრულიად თვალნათლივ მოახდინა „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია, როგორც ქართული საზოგადოების თვალში, ასევე საერთაშორისო საზოგადოების თვალში. ლუსტრაცია იმ თვალსაზრისით რომ ეს არის არაევროპული კი არა, ელემენტარულად რუსული პოლიტიკური დღის წესრიგით მცხოვრები ძალა და მეორე - ისინი არ არიან მოლაპარაკების უნარის მქონე. 

არავის მათი არ სჯერა. როდესაც თქვეს, რომ „ჩვენ ამას შევცვლით“, მიტინგი არ დაიშალა. 5-6 საათის რეჟიმში არ ენდნენ მათ. ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ სადარაჯოზე და მუდმივად უნდა ვაკვირდებოდეთ, აბა, კიდევ სადმე რუსეთისკენ გადახვევას ხომ არ აპირებენ“, - აცხადებს მარგველაშვილი. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 წულუკიანი - დარწმუნებული ვარ, დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც აღკვეთს კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას

📢 კაცმა თქვა, საკმარისად პატრიოტები არ იყვნენო, დიდი ბოდიში, ვანო მერაბიშვილი კი არა, არ არსებობს ადამიანი, ვისგანაც ამაზე შენიშვნას მივიღებ - ხერხეულიძე

📢 ამასობაში თაობა გაიზარდა, რომელმაც არც იცის „ნაცები“ და მეგის ქარდავა ქალი ჰგონია - ელისაშვილი

📢 დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

📢 ჩინეთს სურს, რუსეთმა უკრაინაში ომი გააგრძელოს - გიტანას ნაუსედა