მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაცმა თქვა, საკმარისად პატრიოტები არ იყვნენო, დიდი ბოდიში, ვანო მერაბიშვილი კი არა, არ არსებობს ადამიანი, ვისგანაც ამაზე შენიშვნას მივიღებ - ხერხეულიძე

ნაცმოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ „ტვ პირველის“ ეთერში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. 

„კაცმა თქვა, რომ საკმარისად პატრიოტები არ იყვნენო და დიდი ბოდიში, ვანო მერაბიშვილი კი არა, არ არსებობს ადამიანი ვისგანაც ამაზე შენიშვნას მივიღებ. ვცდები თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ასეთი ადამიანი არ არსებობს. ეს იყო, რა თქმა უნდა, სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი და მხოლოდ და მხოლოდ ზიანი მოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“. 

თუკი რამეს დააანონსებს ვანო მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი გამოხატვის თავისუფლება და შეუძლია გააკეთოს ის, რაც წარმოუდგენია სწორად, რა თქმა უნდა ეს უნდა გააკეთოს თავისი სახელით. 

გასაგებია, რომ ამას გააკეთებს თავისი სახელით, წარმოუდგენია სხვაგვარად... ის მწვავე რეაქციები, რაც ვნახეთ არის ადეკვატური. ამიტომ, მოუწია პარტიის დღევანდელ ხელმძღვანელობას გაეკეთებინა განცხადება და მკვეთრად გამიჯვნოდა ვანო მერაბიშვილის განცხადებას“, - აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 ამასობაში თაობა გაიზარდა, რომელმაც არც იცის „ნაცები“ და მეგის ქარდავა ქალი ჰგონია - ელისაშვილი

📢 დიდი ბრიტანეთი საქართველოსა და მოლდოვას ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს

📢 ჩინეთს სურს, რუსეთმა უკრაინაში ომი გააგრძელოს - გიტანას ნაუსედა

📢 გორში, კომბინატის დასახლებაში, სავარაუდოდ, ხელყუმბარა იპოვეს

📢 იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

📢 აქციები, რომელიც ტარდებოდა, ეს არის ჩემი შვილისთვის ბრძოლაც, იქ იდგა თაობა, რომელიც ცნობილია, როგორც მიშას თაობა - გიული ალასანია