მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა დიდი ისტორიის დასასრული იქნება“ - გრიგოლ ვაშაძე

დამოუკიდებელი დეპუტატი

„მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა დიდი ისტორიის დასასრული იქნება“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.  

მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკად წასვლა ძალიან ბევრ რამეს შეცვლის „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„ძალიან ბევრ რამეს შეცვლის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ქართული პოლიტიკისთვის, საქართველოს ისტორიაში დაიხურება უმნიშვნელოვანესი თავი. როგორც არ უნდა ეზიზღებოდეს ვინმე ბიოლოგიურ ორგანიზმს და რა სისულელესაც არ უნდა აბრალებდნენ მას.

ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იმაზე რომ მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ რომელიმე დასავლურ, მრავალპროფილურ კლინიკაში“, - აცხადებს დამოუკიდებელი დეპუტატი. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტს „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული პოლიტიკის დატოვება და უკრაინაში მოღვაწეობის გაგრძელება სურს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

„სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა“ - გურამ მაჭარაშვილი

✅ „ახლა მისი გადარჩენის დროა“ - მინაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

✅ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - შალვა ხაჭაპურიძე

✅ თუ დარბაზში დაგვხვდება მოსამართლე, რომელიც დაიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ჩათვალეთ, სააკაშვილი იქნება გარეთ - შალვა ხაჭაპურიძე