მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იმასთან არ დავჯდები, მაგრამ იმავე შენობაში დავიწყებ ალტერნატიული ჯგუფების შექმნას, ეს რა არის, რას ნიშნავს?! - ალეკო ელისაშვილი 

პარლამენტის წევრი 2021

„მე იმასთან არ დავჯდები, მაგრამ იმავე შენობაში დავიწყებ ალტერნატიული ჯგუფების შექმნას, ეს რა არის?!“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.  

ელისაშვილის თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ერთვება ოპოზიციის ნაწილი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.

„ევროკავშირის რეკომენდაცია იყო რომ დასხედით, ერთად იმუშავეთ ამ 12 პუნქტზე. არაა, მე იმასთან არ დავჯდები, მაგრამ იმავე შენობაში დავიწყებ ალტერნატიული ჯგუფების შექმნას, ეს რა არის?! რას ნიშნავს! პარლამენტში მუშაობ, კომიტეტებში მუშაობ და კომისიაში არ მუშაობ? სახელი არ მოგწონს? ეს არის დამაზიანებელი და ამ რაღაცა სახლობანას, არასერიოზულ და უპასუხისმგებლო ძალისხმევას მოვეშვათ.

არავის ჭკუას ვარიგებ, უბრალოდ თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, მაშინ ცოტა სერიოზულად და პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ ყველაფერს“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

კლინიკური იდიოტი უნდა იყო, რომ არ გესმოდეს, რა გითხრეს ბრიუსელიდან - გრიგოლ ვაშაძე

✅ „მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა დიდი ისტორიის დასასრული იქნება“ - გრიგოლ ვაშაძე

 „სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა“ - გურამ მაჭარაშვილი

✅ „ახლა მისი გადარჩენის დროა“ - მინაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

✅ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა - შალვა ხაჭაპურიძე