მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს - იაგო ხვიჩია მობილიზაციის შემდეგ რუსების საქართველოში შემოსვლაზე განმარტებას აკეთებს

იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების მიერ ქვეყნის დატოვებისა და საქართველოში შემოსვლის საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს. 

დეპუტატის თქმით, „უკრაინაში იძულებით საომრად გამოძახებულ ხალხს ხელისუფლება გაქცევის საშუალებას არ აძლევს და პუტინის ჯარში იძულებით უშვებს. ეგ სწორი ქმედებაა უკრაინის გულშემატკივრების პოზიციიდან თუ არასწორი ქმედებაა? “

„რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, ცოტა ხანში გაირკვა, რომ უკრაინის დაპყრობა მარტივი არ არის და რუსეთს უჭირს. ომს აგებს და ამ დროს რუსები ამბობენ „მოდი მთელი ქვეყნის მოსახლეობა წავასხათ ჯარში და ამით მოვიგოთ ომი“. ამის პასუხად კი ხალხი გარბის ქვეყნიდან. უკრაინაში იძულებით საომრად გამოძახებულ ხალხს გაქცევის საშუალებას არ აძლევს და პუტინის ჯარში იძულებით უშვებს. ეგ სწორი ქმედებაა უკრაინის გულშემატკივრების პოზიციიდან თუ არასწორი ქმედებაა? 

ვერანაირ დილემას ვერ ვხედავ. აქ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს. თუ რამე ახლა ფილტრი შეგიძლია დააყენო ანტიპუტინისტები მიიღო შენთან და პროპუტინისტები არ მიიღო, ეს ფილტრი ბუნებრივად დადგა ახლა. 

ფაქტობრივად ადამიანები სისხლის სამართლის დანაშაულზე ღიად მიდიან, პუტინის ბრძანების შეუსრულებლობით  და ამ ხალხს შენ აქეთ არ უშვებ. დეზერტირები არიან კიდეც. იძულებით რომ სადღაც ჯარში მიჰყავხართ და მე რომ არ გემორჩილები, იმის თვალით ვისაც ჩემი წაყვანა უნდა, მე დეზერტირი ვარ. შესაბამისად, მე თვითონ გადავწყვიტე მტრობა სისტემასთან. 

ამ დროს აქ პოლიტიკოსები მსჯელობენ იმაზე, შემომიშვან თუ არ შემომიშვან. ეს ხალხი ვინც მსჯელობს ყველა ანტიპუტინისტია. ეს არ მგონია ლოგიკური და მერე მოდის ყველა სხვა არგუმენტი. პირველი არის ჰუმანური და ადამიანური არგუმენტი“, - აცხადებს ხვიჩია. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ საქართველოს ხელისუფლება ჩაკეტავს საზღვარს თუ ამას რუსეთი ეტყვის - რომან გოცირიძე

✔️ ბენ ჰოჯესი: პუტინის ქმედებები მესამე რაიხის ბოლო დღეებში ჰიტლერის ქმედებებს ჰგავს

✔️ „არა მობილიზაციას“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაანონსდა

✔️ „წადით საქართველოსკენ ყირიმის გავლით, ცოტა დრო რჩება“ – მელიტოპოლის მერი ქალაქში მცხოვრებ 18-35 წლის კაცებს მიმართავს

✔️ „ასეთი „ოცნება“ არასდროს მქონია, მოვკვდე უცხო მიწაზე“ - რას ამბობენ რიგითი რუსები პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე?

✔️ პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია წარმატების მომტანი იქნება და შემდეგ მუქარა - „ამათ თუ შეეხები ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ“ - სერგი კაპანაძე