მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის მარცხი, ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა“ - ბადრი ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი ბადრი  ჯაფარიძე

ლელოს ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, საქართველოსთან მიმართებით ევროკომისიის რეკომენდაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის მარცხი და საქართველო ლიდერიდან გახდა მაჩანჩალა. 

მისი თქმით, მმართველი გუნდის მიზანი იყო, არ მიგვეღო სტატუსი. 

„ნათელი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, ქვეყანა გამორთულიყო ტრიოდან. უკრაინა და მოლდოვა იღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველო ვერ იღებს, იმის გამო, რომ „ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა სწორედ ამ მიზნით, რომ საქართველო დარჩენილიყო კანდიდატის სტატუსის მიღმა.

პასუხისმგებლობიანი მთავრობა აქამდე ქვეყანას არ მიიყვანდა, სადამდეც მიიყვანეს, რომ ლიდერიდან გავხდით მაჩანჩალა და აუტსაიდერი, ამიტომ ასეთი მთავრობა არასდროს გადადგამს ნაბიჯს, რომელსაც უნდა დგამდეს მთავრობა, როდესაც ასეთი დიდი მარცხი ვიწვნიეთ.

ეს არის მარცხი, ჩვენ გავხდით აუტსაიდერი, შესაბამისად ჩვენ, საზოგადოებამ უნდა დავსახოთ გეგმა და მსოფლიოს და ევროპას ვაჩვენოთ, რომ ვართ ცივილიზებული ერი, გაერთიანებული ევროინტეგრაციის იდეის ირგვლივ, უნდა ვაჩვენოთ ეს 20 ივნისს და 24-ის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, უნდა ვიმოქმედოთ შესაბამისად“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.

17 ივნისს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროპული პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას თანდართული პირობებით. საქართველოსთვის კი რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისის სამიტზე მიიღებს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურებისგან, საბჭოს პრეზიდენტისა და ევროკომისიის პრეზიდენტისგან შედგება.

ამავე თემაზე: 

👉 „ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე“ - ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს

👉 ფაქტია, ჩავფლავდით - ალეკო ელისაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციაზე

👉 ევროკომისიამ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

👉 „საბჭოს ვურჩევთ, მოლდოვას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს“ - ევროკომისიამ მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია ოფიციალურად გაუწია

👉 მივმართავთ ევროპულ საბჭოს, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც ყველა აუცილებელ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს - ფონ დერ ლაიენი