მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, შესაძლებელია, განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც“ - სოსო გოგაშვილის შვილი

ნინი გოგაშვილი, სოსო გოგაშვილის შვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილის განცხადებით, ოჯახს აქვს ინფორმაცია, რომ მათ სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატები. გარდა ამისა, როგორც ნინი გოგაშვილმა აღნიშნა, შესაძლებელია, განხორციელდეს მათი ლიკვიდირება.

„იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ ჩაიდინეს, რთულად წარმოსადგენია ველოდოთ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვიმედოვნებთ, რომ ამდენი დარღვევის შემდეგ სწორ გადაწყვეტილებას გამოიტანენ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, ასევე, შესაძლებელია, განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც. იმედი მაქვს, ყველა გვერდში დაგვიდგება, რომ ვიბრძოლოთ რუსული მმართველობის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას და 2012 წელს როგორც ვიბრძოდით, რომ მათ გაემარჯვა, ახლა ასმაგად ვიბრძოლებთ, რომ დაასრულონ რეჟიმი, რომელიც უკავშირდება ხალხის ტანჯვას და წამებას“, - განაცხადა ნინი გოგაშვილმა.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 „ხალხო, დაფიქრდით ერთ რამეზე, თქვენ თუ რუს აგენტებს ამხელთ, ეს არის დასჯადი“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „მამაჩემი დიდი ხანია ებრძვის რუსული მმართველობის სქემას“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „რაო, „ჩიტო“, გოგაშვილო, როგორ იყო უკრაინელებს რომ უთხარი ნადირაძე იჯდება 20 წელიო?“ - ვანო ნადირაძე

👉 „ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისში, კახეთში“ - სოსო გოგაშვილის შვილი