მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქართულ ოცნებას“ დღეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში პოლიტიკა საერთოდ არ გააჩნია - კახა ქემოკლიძე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ დღეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში საერთოდ პოლიტიკა არ გააჩნია.

კახა ქემოკლიძის თქმით, მობილიზაციის შემდეგ ის ფაქტი, რომ რუსები გარბიან, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ იზიარებენ უკრაინის დასჯას კრემლის მხრიდან.

ამასთან, ქემოკლიძე განმარტავს თუ რატომ არის ნეგატიური რუსეთის მოქალაქეების დამკვიდრება საქართველოში. 

„ერთი ისტორია გამახსენდა. ერთხელ შიმონ პერესს ჰკითხეს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე, ხედავდა თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლეს, პასუხი გასცა, რომ აბა, სად არის საერთოდ ჯერ გვირაბიო. დღეს „ქართულ ოცნებას“ დღეს რუსეთთან ურთიერთობის ნაწილში საერთოდ პოლიტიკა არ გააჩნია, განსაკუთრებით ეს ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა ტურისტების, მოგზაურების, სხვადასხვა ტრანზიტორების შესვლა-გასვლასთან დაკავშირებით. 

იაგო ხვიჩიას არგუმენტს გარკვეულწილად ვიზიარებ, მაგრამ ჩემი აზრით ეშმაკი დეტალებში იმალება. მოსახლეობის 90%, რომლებიც მობილიზაციას გემოექცნენ, უკრაინასთან მიმართებით პუტინის პოლიტიკას იზიარებს.

ის რომ ისინი გარბიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არ იზიარებენ უკრაინის დასჯას კრემლის მხრიდან. უბრალოდ ეშინიათ, არ უნდათ საკუთარი სიცოცხლის დათმობა უკრაინის მიწაზე. შესაბამისად, თუ ვინმე კითხვას დასვამს 100 ადამიანიდან 90 გეტყვის, რომ „რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ ჩემი სახელმწიფოს მეთაურის პოზიციას“. ეს უკვე შენი შიდა სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან დიდი პრობლემაა. 

მეორე საკითხი - ამას აქვს შიდა პოლიტიკური განზომილება ქართულ კონტექსტში, ეს არის ის, რომ ეს ადამიანები არ არიან მდიდარი რუსები. ეს ადამიანები შემოდიან საქართველოში დიდი რუსული ფულის არდასახარჯად/ვერდასახარჯად. შესაბამისად, ეს ადამიანები, რომლებიც აქ დარჩენას აპირებენ, მომენტალურად შემოდიან შენს სოციალურ-ეკონომიკურ ქსოვილში. რას ნიშნავს ეს? მაგალითად, ქალაქში ძალიან ბევრი სილამაზის სალონი გაიხსნა, სადაც რუსები მუშაობენ. სწორედ ეს რუსები ქართულ შრომით ბაზარს ავსებენ საკუთარი რესურსით. ეს ადამიანები ქართველებს არ ქირაობენ. ესენი კონკურენციაში შედიან საქართველოს მოქალაქეებთან. 

ამიტომ, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში შენ გეყოლება საკმაოდ კვალიფიციური კადრი რუსეთის მოქალაქე, რომელსაც ეყოლება საკუთარი კლიენტურა“, - აცხადებს ქემოკლიძე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება არსებობს - იაგო ხვიჩია მობილიზაციის შემდეგ რუსების საქართველოში შემოსვლაზე განმარტებას აკეთებს

✔️ საქართველოს ხელისუფლება ჩაკეტავს საზღვარს თუ ამას რუსეთი ეტყვის - რომან გოცირიძე

✔️ ბენ ჰოჯესი: პუტინის ქმედებები მესამე რაიხის ბოლო დღეებში ჰიტლერის ქმედებებს ჰგავს

✔️ „არა მობილიზაციას“ - რუსეთში საპროტესტო აქციები დაანონსდა

✔️ „წადით საქართველოსკენ ყირიმის გავლით, ცოტა დრო რჩება“ – მელიტოპოლის მერი ქალაქში მცხოვრებ 18-35 წლის კაცებს მიმართავს

✔️ „ასეთი „ოცნება“ არასდროს მქონია, მოვკვდე უცხო მიწაზე“ - რას ამბობენ რიგითი რუსები პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე?