მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კატეგორიულად ვემიჯნები, პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი, უხერხულია, ტატუნაშვილის ქვეყანაში ცოტა ფრთხილად მოვეპყროთ ამ სიტყვას“ - თაკო ჩარკვიანი

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი

დეპუტატი თაკო ჩარკვიანი სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის დაკავებაზე საუბრობს. მისი თქმით, გოგაშვილის დაკავება შემზარავი ფორმით მოხდა. რაც შეეხება მის პოლიტპატიმრად მოხსენიებას, ჩარკვიანი ამას ემიჯნება.

„შემზარავი სანახავი იყო, ეს ყველაფერი როგორ მოხდა. ირღვეოდა ბავშვის უფლებები. კატეგორიულად ვემიჯნები, რომ პოლიტპატიმრად მოვიხსენიოთ გოგაშვილი. უხერხულია, ტატუნაშვილის ქვეყანაში ცოტა ფრთხილად მოვეპყროთ ამ სიტყვას, თორემ ღირებულებების აზელვები და აღრევები იწვევს ძალიან დიდი ნიჰილიზმს ხალხში. რა მოხდა ჩემთვის? ტიპური რუსული მართვის სტილი იყო ეს. 90-იან წლებში მახსოვს, ძალიან გახმაურებული იყო, ფილმიც კი გადაიღეს, „ეფესბეს“ და „კაგებეს“ დაპირისპირება. აყვანა იყო ძალიან შემზარავი, ეს მათი თვისებაა. რუსული სისტემის ორმა ძალიან დაბინძურებულმა ორგანიზმმა ანგარიშსწორება მოახდინა და ამ ანგარიშსწორებაში იყო უდანაშაულო ბავშვი და დაირღვა მისი უფლებები. ასე შეიძლება მომავალი თაობა განადგურდეს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „8 საცხოვრებელი სახლისა და 4 ავტომანქანის ჩხრეკა ჩატარდა“ - სუსი სოსო გოგაშვილზე

👉 „რომ გეუბნებიან, შეიძლება მოგიწყონ ავარია, რომ სოსოს ვაჭრობა დაუწყონ... „საჩუქარს“ ჩემგანაც მიიღებენ“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 „გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, შესაძლებელია, განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „რაო, „ჩიტო“, გოგაშვილო, როგორ იყო უკრაინელებს რომ უთხარი ნადირაძე იჯდება 20 წელიო?“ - ვანო ნადირაძე