მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რომ გეუბნებიან, შეიძლება მოგიწყონ ავარია, რომ სოსოს ვაჭრობა დაუწყონ... „საჩუქარს“ ჩემგანაც მიიღებენ“ - სოსო გოგაშვილის მეუღლე

სოსო გოგაშვილის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი

სოსო გოგაშვილის მეუღლის თეა მარტყოფლიშვილის განცხადებით, მას უთხრეს, რომ მანქანაში კამერები აქვს დაყენებული და შესაძლოა, მას ავარია მოუწყონ.

„წელიწად-ნახევრის წინ ამ საქმეზე მიდიოდა გამოძიება და ახლა გაახსენდათ, რაც სტატუსი დაწერა და დაიჭირეს. თან როგორ, არც უწყება მოგვივიდა, დაკითხვაზეც არ იყო დაბარებული.

რომ გეუბნებიან, მანქანაში კამერა დაგიყენესო, შეიძლება მოგიწყონ რაღაცა, ვითომ ავარია, შენი ბრალი იყო და მერე მაგით დაუწყონ ვაჭრობა სოსოს და რაღაცაზე დაითანხმონო. არაფერს გამოვრიცხავ მათგან, მაგრამ „საჩუქარს“ ჩემგანაც მიიღებენ“, - განაცხადა მარტყოფლიშვილმა.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 „გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს სახლებსა და ავტომანქანებში დამონტაჟებულია ჩამწერი აპარატურა, შესაძლებელია, განხორციელდეს ჩვენი ლიკვიდირებაც“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „რაო, „ჩიტო“, გოგაშვილო, როგორ იყო უკრაინელებს რომ უთხარი ნადირაძე იჯდება 20 წელიო?“ - ვანო ნადირაძე

👉 „ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისში, კახეთში“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს