მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხვალ დილიდან 3 ადგილზე გაიმართება აქციები, მეოთხე ლოკაციას არ დავასახელებ“ - ნიკა მელიამ აქციები დააანონსა

ნიკა მელია აქციაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის გეგმების შესახებ ისაუბრა. 

მელიას თქმით, 10 ნოემბრის დილიდან ქალაქის მასშტაბით ერთდროულად რამდენიმე ადგილზე გაიმართება აქცია და ასეთ პროტესტს ყოველდღიური ხასიათი ექნება. 

„ხვალ დილიდან, 11:00 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე, იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართება აქცია. ამავდროულად იქნება მეოთხე ადგილზეც გამართული აქცია, რომელსაც განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველდღე. 

შევეგუოთ, რომ ბრძოლა იქნება ენერგიის გამომცლელი, დამღლელი, მაგრამ ისტორიული გამარჯვებები სხვაგვარად არ მოდის. მე და ჩემი მეგობრები ვფიქრობთ, რომ ღამისთევა და თქვენთვის ენერგიის გამოცლა საჭირო არ არის, არამედ ბრძოლა უნდა გაიშალოს და რეჟიმს ენერგია გამოვაცალოთ დილიდან“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. 

მისი თქმით, აქციების პირველი და მთავარი მიზანი იქნება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ასევე, „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას სიცოცხლის დაცვა. 

„ვიცოდეთ, რომ გამარჯვება იქნება ჩვენს მხარეს. გვახსოვდეს, რომ ადამიანი 40 დღეა შიმშილობს. დაღლა და წუწუნი არ შეიძლება. ხვალინდელი დილიდან, ყოველდღიურად იქნება სხვადასხვა ადგილზე გაშლილი პროტესტი და თანდათანობით ეს წერილები და ლოკაციები გაიზრდება, სანამ მთელი თბილისი არ იქნება პროტესტით მოცული“, - განაცხადა ნიკა მელიამ.  

როგორც მან აღნიშნა, თუ დადასტურდება, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დარბაზში გაიმართება, აქციების მონაწილეები პროცესის დროს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კი პარლამენტში 3 ნოემბრიდან შიმშილობს.

ამავე თემაზე:

✔️„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი გადაყვანა უკრაინის ხელისუფლებისთვის უნდა შეეთანხმებინათ“ - ლიზა იასკო

✔️„ჩვენი მოწოდებაა მთავრობამ უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სამედიცინო დახმარება სრულად აღჭურვილ დაწესებულებაში“ - აშშ-ის ელჩი

✔️ „მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მისი გადაყვანა უკრაინის ხელისუფლებისთვის უნდა შეეთანხმებინათ“ - ლიზა იასკო

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი