მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო არცთუ ისე უჭკუოა, აფხაზეთში მისი ვიზიტი დასავლეთთან ვაჭრობის საგანი შეიძლება იყოს - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, აფხაზეთში ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. 

შალვა ნათელაშვილის თქმით, მისი აფხაზეთში ვიზიტი შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი იმისა, რომ ბელორუსი აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას.

„ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა ის  მიზნები  დაასახელა, რომლებიც ლუკაშენკოს ვიზიტს  უკავშირდება. 

„ლუკაშენკო არის ძალიან ვირეშმაკა, არცთუ ისე უჭკუო. ყოველ შემთხვევაში მოახერხა ის, რომ ილავირა ამდენი ხანი, ეკონომიკა შეინარჩუნა, სოციალური პრობლემები გადაჭრა, იქითაც ითამაშა, აქეთაც ითამაშა რაც შეეძლო. ახლა ორიგინალურ მდგომარეობაში ჩავარდა, უკრაინის ომში თან მონაწილეობს, თან არ მონაწილეობს.

აფხაზეთში მისი ვოიაჟის მიზანი, შეიძლება იყოს მრავალმხრივი და ჩვენ მაქსიმალურად მნიშვნელოვანი მომენტები უნდა გავთვალოთ. ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი იმისა, რომ ბელორუსი აღიარებს აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობას. შეიძლება იყოს ვაჭრობა დასავლეთთან ლუკაშენკოსგან, სანქციები შემიმსუბუქეთ თორემ ვაღიარებ, ასეთი ვაჭრობები გაუვიდა რამდენჯერმე.  

ლუკაშენკო თავისი პრაგმატული ინტერესებით მოქმედებს. ყველაზე ცუდი ვარიანტი, რაც ყველაზე  ცუდია და ღმერთმა ნუ ქნას, შეიძლება იყოს, რომ პუტინს აქვს სურვილი მოაქციოს აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთთან მისაერთებელი სუბიექტების რიგში უკრაინის ოლქებთან ერთად“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს გამოეხმაურა

✔️ ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

✔️ მაცოფებს ის, რაც ხდება ლარსზე, არ მებრალებიან, დაეტიონ თავის ქვეყანაში, უკრაინამ რუსეთს ცხვირ-პირი დაალეწა და მორბიან ახლა - ალეკო ელისაშვილი

✔️ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის ელჩის გაწვევის საკითხი - „ლელო“ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტზე