მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში აღმაშფოთებელია, ის პუტინის ლაქიაა - სვეტლანა ტიხანოვსკაია

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩრევნების ოპოზიციონერიკანდიდატი

ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვეტლანა ტიხანოვსკაია აღმაშფოთებელს და მიუღებელს უწოდებს. 

ბელარუსი ოპოზიციონერის განცხადებით, ლუკაშენკომ რასაც პუტინი ეტყვის, ის უნდა გააკეთოს.

მისი თქმით, ლუკაშენკო არის პუტინის ლაქია და არა ბელორუსის ლიდერი.

„რა თქმა უნდა, მისი ვიზიტი აფხაზეთში არის აბსოლუტური  სირცხვილი, აღმაშფოთებელი და მიუღებელი, ვგმობთ ამას. ლუკაშენკო არის პუტინის ლაქია და არა ბელორუსის ლიდერი. ბელორუსი ხალხი არის ქართველი ხალხის მხარეს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და დამოუკიდებლობას. 

ლუკაშენკომ ყოველთვის უნდა დაუმტკიცოს პუტინს ერთგულება. მას ვალდებულებების ჯაჭვი აქვს და რასაც პუტინი ეტყვის, უნდა გააკეთოს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, როდესაც კრემლი თავის პოზიციებს თმობს უკრაინაში, აჩვენონ თავისი სიძლიერე სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ ხალხმა გადაიტანოს ყურადღება უკრაინიდან, მაგრამ ვიცი, რომ ქართველი ხალხი არ არის მზად დაკარგოს დამოუკიდებლობა. ბელორუსი იქნება, უკრაინელი თუ ქართველი, ყველა დაიცავს თავის ქვეყანას. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე. ჩვენი ერები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. ბელორუსებისთვის საქართველო მშვიდობის კუნძულია. პუტინს ჰგონია, ყველა ქვეყანა მისი იმპერიის ტერიტორია და ამას ყველა ერთობლივად უნდა გავუმკლავდეთ“, - აცხადებს ბელარუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სვეტლანა ტიხანოვსკაია.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მუშაობს - ზურაბ ბატიაშვილი 

✔️ ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ლუკაშენკო არცთუ ისე უჭკუოა, აფხაზეთში მისი ვიზიტი დასავლეთთან ვაჭრობის საგანი შეიძლება იყოს - შალვა ნათელაშვილი

✔️ „დღეს რუსეთი არის ყველაზე სუსტი და ამის არ გამოყენება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის დანაშაული“ - ზურაბ ჯაფარიძე

✔️ მაცოფებს ის, რაც ხდება ლარსზე, არ მებრალებიან, დაეტიონ თავის ქვეყანაში, უკრაინამ რუსეთს ცხვირ-პირი დაალეწა და მორბიან ახლა - ალეკო ელისაშვილი