მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მუშაობს - ზურაბ ბატიაშვილი

„რონდელის ფონდის“ მკვლევარი

„რონდელის ფონდის“ მკვლევარმა ზურაბ ბატიაშვილმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან ბელარუსის ლიდერის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს  საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგია.

„რონდელის ფონდის“ მკვლევრის განცხადებით, ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლა არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ სირაქლემას პოზაში ყოფნა არ მუშაობს.

მისი თქმით, ნაბიჯებია გადასადგმელი თბილისის მხრიდან, მათ შორის, შესაძლებელია განხილულ იქნეს ბელარუსის ელჩის გაძევების საკითხი საქართველოდან.

„ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში არის საქართველოს ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგი. არასწორმა პოლიტიკამ მიიყვანა, საბოლოო ჯამში საქართველო იქამდე ის, რაც ხდება ჩვენს თავს, არამხოლოდ აფხაზეთში, არამედ  ლარსზე. ეს არის პასიური საგარეო პოლიტიკის წარმოების შედეგი და იმის შედეგი, რომ  ხელისუფლებას მიაჩნია, სირაქლემის პოზაში ყოფნა რაიმე სიკეთეს მოუტანს ქვეყანას. 

ეს არის მინიმუმ უპატივცემულობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, დარღვევა ყველა კანონისა, საერთაშორისო წესებისა. როდესაც ე.წ ვიზიტი ხორციელდება, ასეთ შემთხვევაში ნორმალური ქვეყნები, მინიმუმ იმ ქვეყნის ელჩს აძევებენ. თუ უფრო შორს წავიდა საქმე და ე.წ აღიარებამდე მივიდა საკითხი, მაშინ, რა თქმა უნდა, სასწრაფო წესით ბელარუსთან არის ურთიერთობები გასაწყვეტი.

ამავე დროს, კონსულტაციებია მინიმუმ დასაწყები დასავლეთის ქვეყნებთან, რომ ეს პროცესი არ გადაედოს სხვა ქვეყნებსაც, მაგრამ ეს ახლა ძნელი გასაკეთებელი იქნება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დილიდან საღამომდე ლანძღავს და აგინებს ყველა დასავლურ ინსტიტუტსა და პოლიტიკოსებს, ამიტომ ეს ჩვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენად საშიში არის დასავლეთისგან დისტანცირება, მაშინ როდესაც, ისინი უნდა იყვნენ ჩვენი მთავარი მოკავშირეები ამ შემთხვევაში“, - აცხადებს ზურაბ ბატიაშვილი. 

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად, საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩს ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, დამატებითი განმარტებები მოსთხოვეს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლუკაშენკო პუტინმა გამოაგზავნა - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ლუკაშენკო არცთუ ისე უჭკუოა, აფხაზეთში მისი ვიზიტი დასავლეთთან ვაჭრობის საგანი შეიძლება იყოს - შალვა ნათელაშვილი

✔️ „დღეს რუსეთი არის ყველაზე სუსტი და ამის არ გამოყენება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის დანაშაული“ - ზურაბ ჯაფარიძე

✔️ მაცოფებს ის, რაც ხდება ლარსზე, არ მებრალებიან, დაეტიონ თავის ქვეყანაში, უკრაინამ რუსეთს ცხვირ-პირი დაალეწა და მორბიან ახლა - ალეკო ელისაშვილი

✔️ აღნიშნული ფაქტი მოითხოვს დაუყოვნებლივ და სწრაფ რეაგირებას, დღის წესრიგში უნდა დადგეს ბელარუსის ელჩის გაწვევის საკითხი - „ლელო“ ოკუპირებულ აფხაზეთში ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტზე