მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მედიათავისუფლების კუთხით საქართველომ უკან დაიხია, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია“ - მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამეტარი

„მედიათავისუფლების კუთხით საქართველომ უკან დაიხია, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა  მარკეტა გრეგოროვამ „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

ევროპარლამენტარის თქმით, უნდა მოხდეს სასამართლოს დეპოლიტიზება.

„მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას პატიმრობა მიესაჯა, ეს საკითხი ანგარიშში დაემატა. ჩვენი აზრით, ეს საქართველოში მოვლენების ძალზე ცუდი განვითარებაა. ანგარიშში ჩვენ ვახსენებთ, რომ უნდა მოხდეს სასამართლოს დეპოლიტიზება და უნდა არსებობდეს უფრო ფართო მედიათავისუფლება, რადგან მედიათავისუფლების საკითხში, საქართველომ საკმაოდ დაიხია უკან და ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია. 

ასევე, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს. ჩვენი მიზანი საქართველოში უკეთესი დემოკრატიული სისტემის აშენებაში დახმარებაა, ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, შედგეს გამჭვირვალე სასამართლო პროცესი, ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე.

მიხეილ სააკაშვილს, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მან უნდა მიიღოს სამართლიანი და თავისუფალი სასამართლო პროცესი. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება, მაგრამ ასეთია ჩემი ხედვა, იდეალური გამოსავლის“, - აცხადებს ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა, არ იყო ამის დრო“ - ანა წითლიძე ნადირაძის განცხადებაზე

✔️ როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია - სოფო ჯაფარიძე

✔️ „მდგომარეობა საყურადღებოა“ - ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ციხის კედლებში ვერ გამოჯანმრთელდება

✔️ „ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა მაქვს შინაგანი რწმენა, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული - იაგო ხვიჩია