მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მესამე პრეზიდენტი სიკვდილის პირას არის მისული, გავიხუმრე, თუ საჭიროა ლეპტოპს ვათხოვებ-მეთქი - კობა ნაყოფია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე

„მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, მესამე პრეზიდენტი, დღეს არის სიკვდილის პირას მისული“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ კობა ნაყოფიამ განაცხადა. 

ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასწრაფოდ არის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადასაყვანი. 

„გავიხუმრე, შემიძლია ლეპტოპი  ვათხოვო... მიზეზი არის ის, რომ მათ არ უნდათ, საზოგადოებას აჩვენონ მისი მდგომარეობა. კარგად იციან რა მდგომარეობაცაა. გუშინ წინ მასთან გახლდით და მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე.

გულწრფელად გეუბნებით, ემოციაც ვერ დავმალე იმ დღეს რომ გამოვედი. საზოგადოების ეშინიათ, რა თქმა უნდა, საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს გარეთაც.

ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს მესამე პრეზიდენტი, დღეს არის სიკვდილის პირას მისული კაცი და სასწრაფოდ არის გადასაყვანი და სამკურნალო. ეს ადამიანი შეიძლება დავკარგოთ და მერე ასე საუბარი არ იქნება“, - აცხადებს კობა ნაყოფია. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი გახდეს უუნარო - ეს მკვლელობის მცდელობა არავის არ შერჩება - ნიკა მელია

✔️ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც პატიმარი ციხეში უკვდება, გვემუქრება, რომ კადრებს გაუსაჯაროვებს, სიველურის ზღვარზე დადის ქვეყანა - თინა ხიდაშელი

✔️ „მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით სააკაშვილი, მიეცით მკურნალობის საშუალება“ - დევიდ მაკალისტერი

✔️ უნდა მომიტევოთ, გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიას თამაში და არ მეცალა, ვერ მოვისმინე - ზარქუა ევროპარლამენტის დებატებზე

✔️ „სააკაშვილის ჩატოვება საქართველოს ციხეთა სისტემაში, არის ხელის მოწერა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე“ - ჯიშკარიანი