მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უნდა მომიტევოთ, გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიას თამაში და არ მეცალა, ვერ მოვისმინე - ზარქუა ევროპარლამენტის დებატებზე

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა

„ვერ მოვისმინე, არგენტინა-ხორვატიას თამაში იყო, არ მეცალა “, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ  განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართულ დებატებსა და ასოცირების შესრულების ანგარიშში შეტანილ შესწორებებს.

„უნდა მომიტევოთ, გუშინ იყო არგენტინა-ხორვატიას თამაში და არ მეცალა, ვერ მოვიცალე და ვერ მივადევნე თვალი, თუმცა ახლა იქ ფოტიგა, კუბილიუსი და ისინი რომ იქნებოდნენ, ბუნებრივია რა იქნებოდა, წარმომიდგენია. ბოდიშს გიხდით, ვერ მოვისმინე, იმიტომ რომ გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო და ვულოცავ არგენტინას ფინალში გასვლას.

გამოსვლებისთვის არ მიყურებია, რადგან მსოფლიო ჩემპიონატის მნიშვნელოვანი თამაში იყო, თუმცა, ზუსტად ვიცი, იქ რაზე იქნებოდა ამათგან საუბარი“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა. 

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებმა 13 დეკემბერს საქართველოს შესახებ დებატები გამართეს და „ქართულ ოცნებას“ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ, ასევე, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი გახდეს უუნარო - ეს მკვლელობის მცდელობა არავის არ შერჩება - ნიკა მელია

✔️ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც პატიმარი ციხეში უკვდება, გვემუქრება, რომ კადრებს გაუსაჯაროვებს, სიველურის ზღვარზე დადის ქვეყანა - თინა ხიდაშელი

✔️ „მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით სააკაშვილი, მიეცით მკურნალობის საშუალება“ - დევიდ მაკალისტერი

✔️„ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და მეორე უბედურება, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“ - ნიკა მელია

✔️ „სააკაშვილის ჩატოვება საქართველოს ციხეთა სისტემაში, არის ხელის მოწერა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე“ - ჯიშკარიანი