მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი გახდეს უუნარო - ეს მკვლელობის მცდელობა არავის არ შერჩება - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია

„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სააკაშვილი გახდეს უუნარო, ეს მკვლელობის მცდელობა არავის არ შერჩება“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. 

ნიკა მელია აცხადებს, რომ ივანიშვილი ცდილობს, დროში მაქსიმალურად გაწელოს პროცესი, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი უნდა გადაწყდეს.

„ყველაფერს აქვს საზღვარი, ადამიანის სიცოცხლე არის სერიოზული რისკის ქვეშ. პირდაპირ გეუბნებით, ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მინიმუმ მიხეილ სააკაშვილი გახდეს უუნარო, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიაყენოს ძალიან დიდი, მტკივნეული დარტყმა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა მარტივად და არავის არ შერჩება“, - აცხადებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის თავმჯდომარე. 

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ სასამართლო პროცესს დისტანციურად ვერ ერთვება

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ იუსტიციის მინისტრი, რომელსაც პატიმარი ციხეში უკვდება, გვემუქრება, რომ კადრებს გაუსაჯაროვებს, სიველურის ზღვარზე დადის ქვეყანა - თინა ხიდაშელი

✔️ „მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით სააკაშვილი, მიეცით მკურნალობის საშუალება“ - დევიდ მაკალისტერი

✔️„ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და მეორე უბედურება, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“ - ნიკა მელია

✔️ „სააკაშვილის ჩატოვება საქართველოს ციხეთა სისტემაში, არის ხელის მოწერა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე“ - ჯიშკარიანი

✔️ სიტუაცია მძიმეა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - მასიმო დანჯელო