მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იუსტიციის მინისტრი, რომელსაც პატიმარი ციხეში უკვდება, გვემუქრება, რომ კადრებს გაუსაჯაროვებს, სიველურის ზღვარზე დადის ქვეყანა - თინა ხიდაშელი

თავდაცვის ექსმინისტრი

„რეალურად, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც პატიმართან ანგარიშსწორებით არის დაკავებული“, - ამის შესახებ „პალიტრას“ ეთერში თავდაცვის ექსმინისტრმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა. 

თინა ხიდაშელი განცხადებებით, ის ქმედებები, რომელიც ხორციელდება მიხეილ სააკაშვილის საკითხთან მიმართებით, სიველურეა. 

ხიდაშელი იმედს იტოვებს, რომ ამ პროცესიდან სააკაშვილი ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვა.

მისი თქმით, ქვეყანა ანგარიშსწორების, შურის, ბოღმის ციკლზე ტრიალებს. 

„სანახაობის რეჟიმში გადავიდა მთელი ეს პროცესი და ველოდებით კადრებს, იმიტომ რომ აღარც ექიმის სჯერა ამ ქვეყანაში არავის, აღარც ადვოკატის და აღარც პარლამენტის წევრების, რომლებიც შედიან ხშირად და ნახულობენ ყოფილ პრეზიდენტს. ერთი ადამიანი, ერთი ექიმი არ არის ამ ქვეყანაში, ვისზეც საზოგადოება შეთანხმდება იტყვის, რომ ამ კაცის დასკვნის საფუძველზე ყველანი შევთანხმდებით, რომ გასაშვებია, უმძიმეს მდგომარეობაშია ან პირიქით. ის, რაც ხდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არის სიველურე. სიველურის ზღვარზე დადის ქვეყანა. საბოლოო ჯამში ეს არის ქვეყნის პრობლემა. 

ჩემთვის უფრო გაუგებარია რატომ ზის ნიკა გვარამია ციხეში და რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი. კაცი ციხეში გვიზის დანაშაულისათვის, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში არ გვიწერია, ანუ ციხეში გვყავს ადამიანი ისეთ საქმეზე, რომელიც არ არის დანაშაული სისხლის სამართლის კანონმდებლობის მიხედვით. მეორეს მხრივ, იუსტიციის სამინისტრო გვაქვს მთელი თავისი სისტემით, რომელსაც მყისიერად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება თავის ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიით და იმ მექანიზმებით, რომელიც იქ არსებობს და გვაქვს სასამართლო სისტემა, სადაც მოსამართლეს, ასევე,  შეუძლია მყისიერად მიიღოს  გადაწყვეტილება. პრეზიდენტს თავისთავად არ აქვს უფლებამოსილება მოსამართლეს რაღაც მიუთითოს და დაავალოს. ღმერთმა დაიფაროს, რამე მოხდეს. იმედი მაქვს, ამ პროცესიდან სააკაშვილი ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვა. 

ქვეყნის იუსტიციის მინისტრს, რომელსაც  პატიმარი [მიხეილ სააკაშვილი] ბევრის შეფასებით ციხეში უკვდება, გვემუქრება, რომ კადრებს გაუსაჯაროვებს, აშანტაჟებს. მგონია, ცუდ სიზმარში ვართ. გულწრფელად ისეთი განცდა მაქვს, ველურებად წარმოვჩნდებით მთელი სამყაროს წინაშე. ანგარიშსწორების, შურის, ბოღმის ციკლზე ვტრიალებთ ისევ. რეალურად, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც გვყავს ხელისუფლება, რომელიც პატიმართან ანგარიშსწორებით არის დაკავებული. სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, ამ ყველაფერში მონაწილეობს“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.  

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „მოვუწოდებ ხელისუფლებას, გამოუშვით სააკაშვილი, მიეცით მკურნალობის საშუალება“ - დევიდ მაკალისტერი

✔️„ერთი უბედურებაა, ღირსეული მტერიც რომ სანატრელია და მეორე უბედურება, რომ ღირსეული პასუხისგამცემი არ გყავს ოპოზიციას ადგილზე“ - ნიკა მელია

✔️ „სააკაშვილის ჩატოვება საქართველოს ციხეთა სისტემაში, არის ხელის მოწერა ადამიანის სიცოცხლის მოსპობაზე“ - ჯიშკარიანი

✔️ სიტუაცია მძიმეა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი - მასიმო დანჯელო

✔️ „რა სჭირს სააკაშვილს ისეთი მძიმე, რომ აუცილებელია სასჯელის გადავადება, ადამიანს არ მოსწონს ციხეში ჯდომა“ - ბექა დავითულიანი