მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია“ - ნევროლოგი სააკაშვილის მდგომარეობაზე

„მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია

„ანალიზები საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზეა. ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ხშირად, ასევე, კრიტიკულ ზღვარზე გადადის“, - ამის შესახებ ექიმმა ნევროლოგმა, ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრმა თენგიზ წულაძემ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, სააკაშვილის ანალიზები კრიტიკულ ზღვარზეა და ისეთი პაციენტის მართვა, როგორიც ახლა მიხეილ სააკაშვილია, ძალიან რთული იქნება მე-18 დაწესებულებაში.

„პაციენტის სიცოცხლე, ჩემი აზრით, საფრთხეშია. შიმშილობა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. როგორც წესი, ყველა ადამიანი შიმშილობას რომ დაიწყებს, ის მაღალი რისკის მატარებელია და ეს სიცოცხლისთვის საშიშია, ამიტომ უნდა იყოს ის კარგად აღჭურვილ კლინიკაში.

ჩემი აზრით, იქ მულტიპროფილური გუნდი საკმარისად არ არის. თითოეული ექიმი, რომელსაც ვესაუბრეთ, საკმაოდ კორექტული და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი რთული პაციენტი მართოს. ასეთი რთული პაციენტის მართვა კარგად შეთამაშებულ და კარგად განვითარებულ კლინიკებსაც უჭირთ“, - აცხადებს თენგიზ წულაძე.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე იმშილობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 „ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილს არ დავუშვებთ“ - დიმიტრი ხუნდაძე

🔴 „სააკაშვილი ადგენს სიას ვინ უნდა იშიმშილოს“- ფრიდონ ინჯია

🔴 „სააკაშვილის კადრების გავრცელება იყო უღირსობა, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ“ - ალეკო ელისაშვილი „ქართულ ოცნებას“ მიმართავს

🔴 19 ნოემბერს თბილისში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე აქცია გაიმართება

🔴 სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა