მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში გიორგი მარგველაშვილთან ერთად იმყოფებიან

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, პარტიის წევრები ეკა ხერხეულიძე და კობა ნაყოფია უკრაინაში გაემგზავრნენ. მათთან ერთად იმყოფება, ასევე, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. აღნიშნული ფაქტის ამსახველ ფოტოს „მთავარი არხი“ ავრცელებს.

ნიკა მელიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უკრაინაში წარმოადგენენ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც სოლიდარულია უკრაინის მიმართ და არა ქართულ ოპოზიციას.

„ამ დელეგაციის ფარგლებში მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა მოგვეცემა, ძალიან ბევრ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა. დღეს, ჩვენ, აქ და ახლა, არ წარმოვადგენთ ქართულ ოპოზიციას. აქ და ახლა, ჩვენ წარმოვადგენთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობაც სოლიდარულია უკრაინის მიმართ“, - აღნიშნა „მთავარ არხთან“ ნიკა მელიამ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 მე და სააკაშვილმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ აქ წამოვსულიყავით - გიორგი მარგველაშვილი - ვიდეო

📢 შოლცს უკრაინის სამხედრო აღჭურვილობისთვის 2 მილიარდი ევროს გამოყოფა სურს - Reuters

📢 შტორმის გამო, „მოსკვას“ ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ განხორციელდა - უკრაინის საზღვაო უსაფრთხოება

📢 რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდალი დაკავებულია

📢 უკრაინამ დიპლომატიური შეცდომა დაუშვა, ზელენსკის უარი გერმანიის უარყოფაა - ჰაბეკი

📢 რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა