მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შტორმის გამო, „მოსკვას“ ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ განხორციელდა - უკრაინის საზღვაო უსაფრთხოება

რუსული კრეისერი

„რუსმა სამხედროებმა ჩაძირული კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟის ევაკუაცია ვერ მოახერხეს“, - ამის შესახებ უკრაინის მესაზღვრე საზღვაო დაცვის წარმომადგენელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა. ინფორმაციას BBC News იუწყება.

მისი თქმით, ზღვაში არსებული ქარიშხლის გამო, რუსი ოკუპანტი სამხედროების გემბანიდან გადაყვანა ვერ განხორციელდა.

„დარტყმამ საბრძოლო მასალის აფეთქება გამოიწვია, შემდეგ კი, დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის. ჩვენ ვუყურებდით, როგორ ცდილობდნენ სხვა გემები მათ დახმარებას, მაგრამ ბუნების ძალებიც კი უკრაინის მხარეს იყვნენ. ქარიშხალი არცერთს არ აძლევდა საშუალებას გადარჩენილიყვნენ“, - აღნიშნა უკრაინის მესაზღვრე საზღვაო დაცვის წარმომადგენელმა.

ცნობისთვის, წინა ღამეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კრეისერი ნამდვილად ჩაიძირა. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „მოსკვა“ ნეპტუნის ტიპის რაკეტების იერიშის შემდეგ აფეთქდა. ამ ინფორმაციას რუსი ოკუპანტები არ აღიარებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, კრეისერის ეკიპაჟის ევაკუაცია შავი ზღვის ფლოტის გემებზე, წარმატებით განხორციელდა. უწყებაში დაღუპულებსა და დაჭრილებზე არ საუბრობენ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 TASS: ჩაძირული კრეისერის „მოსკვას“ ეკიპაჟი სევასტოპოლში გადაიყვანეს

👉 რუსეთმა ევროკავშირის 18 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

👉 მსოფლიო უნდა მოემზადოს, რადგან პუტინმა ბირთვული იარაღი შეიძლება ნამდვილად გამოიყენოს - ზელენსკი

👉 აშშ-ის ახალი სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი უკრაინაში, სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში ჩავა

👉 გაერო: რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო, უკრაინელ ლტოლვილთა რიცხვი 5 მილიონს უახლოვდება