მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკანორ მელია საღამოს 9 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ სააკაშვილის არასერიოზული საქციელის გამო, დღეს 21.00 საათზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკანორ მელია კანდიდატურას მოხსნის.

„მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის „ცირკაჩობისა“ და კლოუნადის გამო, ნიკანორ მელია საღამოს 9 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, რომელიც სააკაშვილის თქმით, ბათუმშია ჩაწერილი, მსოფლიო მედია ეხმაურება: „სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაკავების საფრთხის მიუხედავად დაბრუნდა, მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს“, - ამის შესახებ BBC, Reuters, euronews.com, Bloomberg, France24 და სხვა გამოცემები იუწყებიან.

ამავე თემაზე:

სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია - დიმიტრი პესკოვი

⭕„3 ოქტომბერს მეც შევუერთდები თბილისისკენ ერთ-ერთ კოლონას “- მიხეილ სააკაშვილი

⭕„მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოშია“ - მარია ბარაბაშ