მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზოგჯერ რიტორიკა, კომენტარები დამაბნეველი და გამაწბილებელია, მაგრამ იმედია, რომ პოზიტიურ დინამიკაში გადავალთ - დიეგო კოლასი 

საფრანგეტის ელჩი საქარტველოში

„თუ მოხერხდება ყველას ენერგიის გაერთიანება და ევროკავშირის რეფორმების გატარება, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორედ ამის დანახვა გვსურს ჩვენ“, - ამის შესახებ საფრანგეთის ელჩმა საქართველოში დიეგო კოლასმა განაცხადა.

დიეგო კოლასის თქმით, ისინი მხარს უჭერენ რეფორმების პროცესს ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების გზაზე. 

მისი თქმით, შედეგის მისაღებად აუცილებელია ყველა ენერგიის გაერთიანება და რეფორმების გატარება.

დიეგო კოლასი ამბობს, რომ იმედი აქვს, პოლიტიკური ძალები იპოვიან გზებს პარლამენტში ერთად მუშაობისთვის.

„ჩვენი ერთადერთი პოლიტიკა არის ის, რომ საქართველოს მხარი დავუჭიროთ ევროკავშირთან დაახლოებასა და რეფორმების გატარებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ აღებულია ამ რეფორმების ჩატარების ვალდებულება. თუ მოხერხდება ყველას ენერგიის გაერთიანება და ამ რეფორმების გატარება, ეს ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ და სწორედ ამის დანახვა გვსურს ჩვენ. ზოგჯერ რიტორიკა და კომენტარები დამაბნეველი და გამაწბილებელია, მაგრამ იმედია, რომ მოვახერხებთ და პოზიტიურ დინამიკაში გადავალთ.

რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, ძალიან მომწონს სამოქალაქო საზოგადოების და ორგანიზაციების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ისინი ამბობენ, რომ სხვადასხვა კრიტერიუმებზე მუშაობა გააძლიერებს საქართველოში დემოკრატიასა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. რაც თავისთავად გამოიწვევს პროგრესს დეოლიგარქიზაციის მიმართულებით. ასე რომ, ეს ამ ეტაპზე სწორი მიდგომაა და ვეთანხმები ამ ანალიზს“, - აცხადებს დიეგო კოლასი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„დამნაშავეები არიან, ეს არის უგუნური და დანაშაულებრივი კამპანია“ - რომან გოცირიძე

✅ „ყოველთვის ვიყავი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრე და ამის შემდეგაც ვიქნები“ - ნინო ბურჯანაძე

 იმასთან არ დავჯდები, მაგრამ იმავე შენობაში დავიწყებ ალტერნატიული ჯგუფების შექმნას, ეს რა არის, რას ნიშნავს?! - ალეკო ელისაშვილი 

✅ „მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა დიდი ისტორიის დასასრული იქნება“ - გრიგოლ ვაშაძე

✅ „ახლა მისი გადარჩენის დროა“ - მინაშვილი მიხეილ სააკაშვილზე