მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

2-3 კვირაში „კრაკენი“ საქართველოში კორონავირუსის დომინანტი ვარიანტი გახდება - ბიძინა კულუმბეგოვი

 ალერგოლოგ-იმუნოლოგი

ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი ქვეშტამი „კრაკენი“ მსოფლიოში უკვე დომინანტი შტამია და 2-3 კვირაში, ის საქართველოშიც ჩაანაცვლებს სხვა შტამებს და დომინანტი გახდება. 

👉 კრაკენი - კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რამდენად საშიშია ის?

„დღეს მსოფლიოში გლობალურად ომიკრონის B5 ვარიანტია ყველაზე გავრცელებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, იანვრის თვეში უკვე სხვა ვარიანტები შეცვლის, როგორიც არის XBB.1.5 ვარიანტი, BQ1, BQ1.1 და ა.შ. ვარიანტები... რატომ აქვს ამას მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დარგის სპეციალისტებისთვის მნიშვნელობა? - ეს ვარიანტი, რომელსაც „კრაკენის“ სახელით ვიცნობთ, იგივე XXB15 ვარიანტი, ომიკრონის სხვა შტამებისგან განსხვავებით, ხასიათდება ყველაზე უფრო სწრაფი გავრცელებით. დღეს, „კრაკენს“აშშ-ში მთლიან პოპულაციაში უკვე 60-70 პროცენტიანი გავრცელების მასშტაბი აქვს, საქართველოში ზუსტი ციფრი არ ვიცით, მაგრამ 2-3 კვირაში ალბათ დომინანტური ვარიანტი გახდება, რასაც ევროპისა და მთელი მსოფლიოს მაგალითი მოწმობს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება „კრაკენის" მახასიათებლებს, კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ის სწრაფად ვრცელდება და საქართველოში არსებული ვაქცინები მის წინააღმდეგ ნაკლებეფექტიანია.

„ჰოსპიტალიზაციის რიცხვი, როგორც დამოუკიდებელ შტამს, როგორც ჩანს, გაზრდილი არ აქვს, თუმცა, ვაქცინებისადმი ეფექტურობა მკვეთრად შემცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას 2023 წლის იანვარშიც კი არ აქვს ახალი, ომიკრონზე მორგებული ვაქცინის არც ერთი დოზა, რაც ძალიან სამწუხაროა“, - ამბობს კულუმბეგოვი. 

ამავე თემაზე:

📣 კრაკენი, იგივე XBB.1.5 - რა არის ცნობილი კორონავირუსის ახალ ქვევარიანტზე და რამდენად საშიშია იგი?

📣 „ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობს, რომ XBB.1.5 ტალღა შეიძლება დაემსგავსოს წინა და სახიფათო მწვერვალებს“ - ზაზა წერეთელი ომიკრონის ქვეშტამზე

📣 მცდარია მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი  - თემურ მიქელაძე