მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კლინიკებში ჩუტყვავილით ინფიცირებულთა მიმართვიანობამ მოიმატა - თემურ მიქელაძე

პედიატრი კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

„გასულ წლებთან შედარებით, არამარტო ჩუტყვავილა, არამედ ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციებიც მომატებულია“, - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა. 

პედიატრის თქმით, მცდარია მოსაზრება, რომ ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი.

„გასულ წლებთან შედარებით, არამარტო ჩუტყვავილა, არამედ ნებისმიერი სხვა ვირუსული ინფექციებიც მომატებულია. პანდემიურმა პერიოდებმა, იზოლაციიდან გადასვლამ, მეტ-ნაკლებად ეს ინფექციები გადასწია. 

მომართვიანობა, რა თქმა უნდა, გაზრდილია. ძირითადი რეკომენდაცია არის ის, რომ ბავშვი უნდა იყოს იზოლირებული, რათა სხვები არ დაასნებოვნოს. უნდა დავამუშაოთ გამონაყარი თუთიის შემცველი მალამოებით და არა ე.წ. მწვანე სითხით „ზელიონკით“, რომელიც აქამდე იყო გავრცელებული.

ასევე, ხშირად გავრცელებულია, რომ არ შეიძლება ამ დროს ბანაობა, რა არ არის სიმართლე, პირიქით, უნდა დაიბანოს ხშირად ბავშვი, რადგან მეორადად არ დაინფიცირდეს სხვადასხვა ბაქტერიული  ინფექციებით“, - აცხადებს პედიატრი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 საქართველოში ვირუსის 12 ტიპი ცირკულირებს, გრიპი ყველაზე მძიმედ მიმდინარეობს და შემთხვევები ძალიან ბევრია - ექიმები

👉 გრიპის ვირუსის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, ყველაზე  დიდი რაოდენობით გავრცელებულია ჰონკონგის ვირუსი - ივანე ჩხაიძე

👉 შესაძლებელია კორონავირუსი ისეთივე სეზონური გახდეს, როგორიც გრიპის ვირუსია - ივანე ჩხაიძე

👉„ომიკრონის“ ახალ შტამს ახასიათებს ბევრად უფრო სწრაფად გავრცელება, ვიდრე წინამორბედებს - მაია ბუწაშვილი

👉 ტემპერატურის გახანგრძლივება, კუნთების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ცემინება - ჰონკონგის ვირუსის სიმპტომები